რომელია 5 პირველი ქართული ეკლესია - ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამ IV საუკუნეში ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას მიზნად ახალი მოთხოვნები დაუსახა, - ახალი ეკლესიები უნდა აშენებულიყო. თავიდან ბაზილიკები იგებოდა, რომლებიც ქართულ ტრადიციებთან იყო შერწყმული და IV-დან VI საუკუნის ჩათვლით, ამ ტიპის რამდენიმე ეკლესია კიდეც აშენდა.
ძველი შუამთა
ეს ტაძარი კახეთში, თელავიდან 7 კმ-ში, ტყეში V საუკუნეშია აგებული. ალაზნის ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, მათ შორის უძველესი - V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკა და ჯვრის ფორმის 2 ეკლესიაა. ორივე რიყის ქვითაა ნაგები.
XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახეთის მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა შუამთის ახალი მონასტერი დაარსა. აგურით ნაგები ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატულია, რომელიც ერეკლე II-მ განაახლა. კომპლექსში სამრეკლო და სხვა ნაგებობები შედის.
ბოლნისის სიონი
სამთავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობათა შორის ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ძეგლია. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში. ჩრდილოეთით, ერთ-ერთი შესასვლელის თავზე არის წარწერა, რომლის მიხედვითაც (478-493 წლებში) შემონახულია საქართველოში არსებული უძველესი წარწერა. ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში ელია მთავარეპისკოპოსს აუგია. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად დავითია მიჩნეული, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, XVII საუკუნის სამრეკლოა შემონახული. ბოლნისის სიონი XVII საუკუნეში რესტავრირებული და შეკეთებულია. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოების შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. რეტავრაცია 1967-1969 წლებშიც ჩატარდა. ბოლნისის სიონში თავიდანვე მწიგნობრული საქმიანობა იყო გაჩაღებული. დღეს კი ის ბოლნისი ეპარქიის ნაწილია.
ურბნისი
მდებარეობს ქართლში, სოფელ ურბნისთან. წარწერების შესწავლის საფუძველზე, ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება, სადაც მოხსენიებულები არიან ეკლესიის მშენებლები - კონსტანტინე და მამა მიქაელი. ტაძარი სამთავიანი ბაზილიკაა. ეკლესია თავდაპირველად აგებულია ურთიერთმორგებული ქვიშაქვით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ ჰორიზონტალობა დაცულია. IX საუკუნეში ეკლესიას რესტავრიცია გაუკეთდა. ურბნისის კომპლექსი გორის ეპარქიას ექვემდებარება და მოქმედია. იხილეთ სრულად