"ზღაპრის ბოლო კეთილია..." - მერაბ სეფაშვილის პირველი კომენტარი: როგორ შეიქმნა სიმღერა, რომელიც გამარჯვების ჰიმნად იქცა | Allnews.Ge

"ზღაპრის ბოლო კეთილია..." - მერაბ სეფაშვილის პირველი კომენტარი: როგორ შეიქმნა სიმღერა, რომელიც გამარჯვების ჰიმნად იქცა

26 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის და­ა­მარ­ცხა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად ითა­მა­შებს. სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის დროს, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ტრი­ბუ­ნე­ბი­დან თით­ქმის უწყვე­ტად ის­მო­და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა "გა­ი­ღი­მე”, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 2001 წელს შე­ას­რუ­ლა მომ­ღე­რალ­მა.

27 მარ­ტი გა­თენ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში, ქუ­ჩებ­სა და ყვე­ლა იმ ად­გი­ლას სა­დაც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, ისევ ის­მის სიმ­ღე­რა "გა­ი­ღი­მე“. აღ­მოჩ­ნდა, რომ სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის არ და­წე­რი­ლა, ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

რო­გორც "ნეტ­გა­ზეთ­თან“ ნაკ­რე­ბის „ქო­მა­გე­ბის“ წევ­რს, ბექა ნო­ზა­ძეს ამ­ბობს, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა პირ­ვე­ლად 2018 წელს ლატ­ვი­ა­ში იმ­ღე­რეს, როცა ნაკ­რებს გას­ვლით შეხ­ვედ­რა­ზე თან ახ­ლდნენ.

832f83ea-8053-4f78-b894-f273d8a3542b-80318-1711601836.jpeg

სიმ­ღე­რა ნამ­დვი­ლად პო­ზი­ტი­უ­რი, მხარ­დამ­ჭე­რი და ოპ­ტი­მის­ტუ­რია. სი­ტყვე­ბი, "შენ­თვის, შენ­თვის ვმღე­რი ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია შენ­თან, შენ­თა­ნა ვარ ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნია შენ­თვის, შენ­თვის ვმღე­რი ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია“ - ჯა­დოს­ნუ­რი აღ­მოჩ­ნდა ნაკ­რე­ბის­თვის. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლი დღე­საც ამ­ბობს, რომ ეს სიმ­ღე­რა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ჰიმ­ნად იქ­ცეს.

სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი გუ­შინ­დე­ლი წარ­მა­ტე­ბით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია

- ბა­ტო­ნო მე­რაბ, მე­ო­რე დღეა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თქვენს სიმ­ღე­რას მღე­რის, რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცია, ხალ­ხი ამ­ბობს, დღე­ი­დან "გა­ი­ღი­მე" სა­ფეხ­ბურ­თო ჰიმ­ნი იყოს...

- ჰო, რა ვიცი, იყოს, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ბი­ჭებ­მა ასე გვა­სა­ხე­ლეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცდე­ბით ვარ, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. სტა­დი­ონ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, სახ­ლში ვუ­ყუ­რებ­დი თა­მაშს. იხილეთ სრულად

myquiz