გაიცანით მამაკაცი, რომელსაც ერთდროულად რვა ცოლი ჰყავს - როგორია ბრაზილიელი მოდელის უჩვეულო ცხოვრება? | Allnews.Ge

გაიცანით მამაკაცი, რომელსაც ერთდროულად რვა ცოლი ჰყავს - როგორია ბრაზილიელი მოდელის უჩვეულო ცხოვრება?

ბევრი მამაკაცისთვის მხოლოდ ერთ ქალთან ერთად ცხოვრებაც კი თავისთავად უკვე სირთულეებით სავსე უზარმაზარი გამოწვევაა, რასაც ყველა ვერ ართმევს თავს. თუმცა ბრაზილიელი არტურ ო ურსო, რომლის ისტორიასაც ახლა გიამბობთ, ერთდროულად რვა ქალთან ერთად ცხოვრობს.

288945283-104599428971083-6846182297131409050-n-1711095877.jpg

არტური პროფესიით მოდელია და შეიძლება ითქვას, რომ მას ბრაზილიაში წარმატებული კარიერა აქვს.

ეს ყოველივე ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო: არტური და მისი ცოლი სვინგერები იყვნენ და ერთად პერიოდულად სხვა ქალებს ხვდებოდნენ, თუმცა საქმე იმაშია, რომ ურსოს თანდათან შეუყვარდა მისი და მისი მეუღლის სხვა პარტნიორები.

2024031711502584409-1711095916.jpg

ბრაზილიაში პოლიგამია კანონით აკრძალულია. თუმცა ურსომ თავისი რვავე პარტნიორი არაოფიციალურად ცოლად მაინც შეირთო და მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ დაიწყო ცხოვრება.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ ურსოს რვა კი არა, ერთბაშად ცხრა ცოლიც კი ჰყავდა. ეს მანამდე, სანამ პირველი ცოლი დაშორდებოდა. ბრაზილიელმა მამაკაცმა ვერ გაიგო ეს დაშორება.

იმის მიუხედავად, რომ ქალები ერთმანეთზე ხანდახან ეჭვიანობენ და არც სექსუალურად რვა მათგანის დაკმაყოფილებაა იოლი, არტურ ო ურსო დიდი ხნის მანძილზე გულწრფელად სწამდა, რომ “ყველაფერი რიგზე იყო.”

eff0cace8a04757a-1711095936.webp

7-წლიანი თანაცხოვრების შემმდეგ მას პირველმა ცოლმა ლუანამ განუცხადა, რომ ასე ცხოვრება არარ შეეძლო და წავიდა.

“ყველა მათგანი ჩემგან ყურადღებას, სიმპათიას და ალერსს მოითხოვს, მე კი არ შემიძლია, რომელიმე მათგანს უპირატესობა მივანიჭო სხვებთან მიმართებით, ” — განუცხადა ურსომ JamPress-ს.

ამჟამად ბრაზილიელი მამაკაცი თავისი ახალი მეცხრე სიყვარულის ძიების პროცესშია. მას სურს, მეცხრე ქალთანაც დაიწყოს ურთიერთობა.

0-pay-man-with-eight-wives-now-plans-to-have-kids-and-says-its-first-come-first-served-as-one-partne-1-1711095971.webp

6654dbf6fda14e786f6311930b92ae86-1711095950.jfif

“მე არამხოლოდ წამიერად, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით ვარ აღსავსე, ” — განუცხადა არტურ ურსომ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ძალიან სურს შვილის ყოლა, თუმცა, იმის გამო, რომ არ სურს ცოლები გაანაწყენოს, გადაწყვეტილი აქვს, რომ შვილები ყველასთან ჰყავდეს - ასე თვითონაც აისრულებს სურვილს და ცოლების არ დარჩებიან უკმაყოფილოები.

myquiz