"ჟირაფებს საჰაერო გზით ჩამოვიყვანთ... აშენდება ძვირადღირებული აკვარიუმი" - რა სიახლე გელოდებათ ახალ ზოოპარკში: ინტერვიუ ზურაბ გურიელიძესთან | Allnews.Ge

"ჟირაფებს საჰაერო გზით ჩამოვიყვანთ... აშენდება ძვირადღირებული აკვარიუმი" - რა სიახლე გელოდებათ ახალ ზოოპარკში: ინტერვიუ ზურაბ გურიელიძესთან

ჟი­რა­ფე­ბი, ან­ტი­ლო­პე­ბი, ზებ­რე­ბი, ბე­ჰე­მო­თე­ბი, მარ­ტორ­ქე­ბი - ეს იმ ბი­ნად­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბაც ვი­ზი­ტო­რებს თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე ახა­ლი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ეძ­ლე­ბათ.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბი 48 ჰექ­ტა­რია, ორი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა - კავ­კა­სი­უ­რი და აფ­რი­კუ­ლი სა­ვა­ნა. რო­დის გა­იხ­სნე­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი ზო­ო­პარ­კი და რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელით დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს, ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს, ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რა ეტაპ­ზეა თბი­ლი­სის ახა­ლი ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნის პრო­ცე­სი? რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და და რო­დის ექ­ნე­ბათ ვი­ზი­ტო­რებს ზო­ო­პარ­კის ახა­ლი იერ­სა­ხით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა, ცხო­ვე­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია. და­გეგ­მა­რე­ბა მსოფ­ლიო ბი­ო­გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა. ახალ ზო­ო­პარკში ორი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა - კავ­კა­სი­უ­რი და აფ­რი­კუ­ლი სა­ვა­ნა. კავ­კა­სი­ის დიდი ნა­წი­ლი არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ექ­სპო­ზი­ცია სწო­რედ კავ­კა­სი­ის იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვენ კავ­კა­სი­ა­ში ვცხოვ­რობთ და მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ყა­რო უნდა იყოს. მე­ო­რე ფაზა გახ­ლავთ აფ­რი­კუ­ლი სა­ვა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აფ­რი­კუ­ლი სა­ვა­ნა გან­კუთ­ვნი­ლი არის დიდი ზო­მის ჩლი­ქოს­ნე­ბის­თვის და მსგავ­სი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის, იგუ­ლის­ხმე­ბა არა­სა­ხი­ფა­თო ცხო­ვე­ლე­ბი. აქ ერ­თად იქ­ნე­ბი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი ან­ტი­ლო­პე­ბი, ზებ­რე­ბი, ბე­ჰე­მო­თე­ბი, მარ­ტორ­ქე­ბი და ჟი­რა­ფე­ბი. ზამ­თრის ვო­ლი­ე­რის მშე­ნებ­ლო­ბა უკვე მთავ­რდე­ბა. თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია ზებ­რე­ბი­სა და ან­ტი­ლო­პე­ბის ზამ­თრის სად­გო­მის აშე­ნე­ბა. ჟი­რა­ფე­ბის, მარ­ტორ­ქე­ბი­სა და ბე­ჰე­მო­თე­ბის სად­გო­მიც უკვე დას­რუ­ლე­ბის პი­რა­საა. ზა­ფხუ­ლის ვო­ლი­ე­რი ჯერ აშე­ნე­ბუ­ლი არ არის.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ზამ­თრის ვო­ლი­ე­რი შენ­დე­ბა და შემ­დეგ გარ­შე­მო უნდა ავა­შე­ნოთ ზა­ფხუ­ლის ვო­ლი­ე­რი. ახლა გვაქვს ასა­შე­ნე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი, ე.წ. ზა­ფხუ­ლის ვო­ლი­ე­რი. ჩვე­ნი კლი­მა­ტი სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბია იქა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ ზამ­თრის ვო­ლი­ე­რი მა­ინც სა­ჭი­როა. შემ­დე­გი ეტა­პი არის ზა­ფხუ­ლის ვო­ლი­ე­რის აშე­ნე­ბა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდი იქ­ნე­ბა, არ არის მარ­ტი­ვი ნა­გე­ბო­ბა. მისი ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 8-9 ჰექ­ტა­რი იქ­ნე­ბა. რო­დე­საც ად­გილ­ზე მოხ­დე­ბა და­გეგ­მა­რე­ბა და შე­მო­ღობ­ვა, ალ­ბათ, ზუს­ტი ფარ­თო­ბი მერე უფრო და­ზუს­ტდე­ბა, მაგ­რამ რაც რუ­კა­ზე არის, 8- 9 ჰექტრამ­დე იქ­ნე­ბა. ეს არის საკ­მა­ოდ დიდი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც პა­ტა­რა ვო­ლი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, პრი­მა­ტე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ვო­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბი ნა­ხევ­რად თა­ვი­სუ­ფალ პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბი­ან. პრი­მა­ტე­ბის კუნ­ძუ­ლიც მალე დამ­თავ­რდე­ბა, გარ­კვე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი აკ­ლია. იმე­დი გვაქვს, წლის ბო­ლომ­დე და­ვას­რუ­ლებთ. გარ­შე­მო იქ­ნე­ბა დიდი ვო­ლი­ე­რი, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ, მათ შო­რის ყვე­ლა ცხო­ვე­ლი ერ­თად, რო­გორც ეს მა­გა­ლი­თად, აფ­რი­კის სა­ვა­ნა­შია. ეს არის მთა­ვა­რი იდეა. გარ­და ამი­სა, გვჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­გო­რიც არის წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მა, ელექტრო­დე­ნის გაყ­ვა­ნა, ბი­ლი­კე­ბის მო­წყო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­რი­ე­რე­ბის მო­წყო­ბა და ა.შ. ამ ყვე­ლაფ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ახა­ლი ზო­ო­პარ­კი გა­იხ­სნას. გარ­და ამ სი­ახ­ლე­ე­ბი­სა, ად­გილ­ზე ვი­ზი­ტო­რებს ასე­ვე დახ­ვდე­ბათ სა­ცხე­ნოს­ნო კლუ­ბიც.

gurielidze-41947-1710845665.webp

- რო­დის გა­იხ­სნე­ბა ახა­ლი ზო­ო­პარ­კი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თვის?

- ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ცოტა რთუ­ლია, რად­გან და­ფი­ნან­სე­ბა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­ფი­ნან­სე­ბა რო­გორც კი გვექ­ნე­ბა, იმის მი­ხედ­ვით დას­რულ­დე­ბა.

- არის თუ არა ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი და გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ თუ არა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბი? მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა, რომ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თვა არის სა­ჭი­რო?

- კერ­ძო სექ­ტორ­თან ჩვენ გვქონ­და გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მათი მხრი­დან მა­ინც და მა­ინც დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მი არ ჩან­და არა მარ­ტო ზო­ო­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ კონ­სერ­ვა­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც გვქონ­და რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ვცდი­ლობ­დით კერ­ძო სექ­ტო­რი უფრო აქ­ტი­უ­რად ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბუ­ნე­ბის დაც­ვა­ში, მაგ­რამ მათ მხრი­დან მა­ინც და მა­ინც დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მი არ გა­მო­უწ­ვე­ვია. ერ­თა­დერ­თი, ვინც გვა­ფი­ნან­სებს, ეს არის სა­ხელ­მწი­ფო. სწო­რედ მათ გა­მოჰ­ყვეს თან­ხე­ბი და ამით შევ­ძე­ლით სა­მუ­შა­ო­ე­ბის გარ­კვე­ულ დო­ნემ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს უცხო­ურ ფონ­დებ­თან. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი არის „ფა­უ­ნა და ფლო­რა ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლი“, რო­მელ­თან ერ­თა­დაც შენ­დე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრიც იქ­ნე­ბა. შე­ნო­ბა არის აშე­ნე­ბუ­ლი, ახლა შიდა სა­მუ­შა­ო­ე­ბი არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. იმე­დია, ეს პრო­ექ­ტი წელს დას­რულ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბას, ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხე­ლით არის აშე­ნე­ბუ­ლი. ჩვენ გვყავს ჩვე­ნი მშე­ნებ­ლე­ბი, თუმ­ცა, ჩვე­ნი ჯგუ­ფი საკ­მა­ოდ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნია, ისი­ნი საკ­მა­ოდ ბევრ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ. ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვი­საც რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე, ყო­ველ­თვის მო­ნა­წი­ლე­ობს ზო­ო­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. არ­სე­ბუ­ლი ვო­ლი­ე­რე­ბის დიდ ნა­წი­ლი სწო­რედ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ხე­ლით არის აშე­ნე­ბუ­ლი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ინ­ტერ­ვიუ