იცოდით, რატომ აკრავდნენ საბჭოთა კავშირის დროს შპალერის ქვეშ გაზეთებს? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ აკრავდნენ საბჭოთა კავშირის დროს შპალერის ქვეშ გაზეთებს?

სსრკ-ს დროს მრავალი უნიკალური და საინტერესო პრაქტიკა არსებობდა, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც თანამედროვე ადამიანები აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკაა გაზეთების გამოყენებით შპალერის გაკვრა.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ვიღაცამ გაზეთების გამოყენება ქაღალდის ნაცვლად? მიუხედავად ამ არასტანდარტული გადაწვეტილებისა, ის იმ წლებში საკმაოდ პოპულარული ლაიფ ჰაკი იყო.

ga1-1710834689.jpeg

უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთების გამოყენება არ იყო ექსკლუზიურად საბჭოთა პრაქტიკა; ეს მეთოდი სამშენებლო მასალების დეფიციტის გამო სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა.

შპალერის ქვეშ კედელზე გაზეთების რამდენიმე ფენის გაკვარას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში XIX საუკუნის ბოლოდან იყო პოპულარული, როდესაც შპალერი ხელმისაწვდომი გახდა მასობრივი მომხმარებლისთვის.

ga2-1710834699.jpeg

ეს მეთოდი გამოიყენებოდა, როგორც ფულის დაზოგვის საშუალება ოცდაათიან წლებში აშშ-ში, სამოციან და სამოცდაათიან წლებში სსრკ-ში და ინდოეთისა და ჩინეთის გარკვეულ რეგიონებში. სხვათა შორის, ეს პრაქტიკა ამ ქვეყნების ზოგიერთ რაიონში დღესაც პოპულარულია. იხილეთ სრულად