რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები: ოთხი კანდიდატი, 24-წლიანი მმართველობა და პუტინის მზადება ძალაუფლებაში დარჩენისთვის | Allnews.Ge

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები: ოთხი კანდიდატი, 24-წლიანი მმართველობა და პუტინის მზადება ძალაუფლებაში დარჩენისთვის

ჰააგის საერთაშორისო სასამართლს მიერ ძებნილი ვლადიმერ პუტინი 24-წლიანი მმართველობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას კიდევ 6-წლიანი ვადით აპირებს. უკრაინაში მიმდინარე ომისა და ფასადური ოპოზიციის ფონზე 15, 16 და 17 მარტს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არჩევანს სავარაუდოდ კვლავ 71 წლის დიქტატორზე შეაჩერებენ.

https-cdncnn-1710428808.com_cnnnext_dam_assets_190909103620-02-russia-election-0908.jpg

შედეგად პუტინი პოზიციას კიდევ 6 წლით, 2030 წლამდე, განიმტკიცებს. ხმისმიცემის პროცედურის დაწყებამდე რუსეთის მმარტველმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა, ხმისმიცემა კი პატრიოტიზმის გამოვლინებას შეადარა.

download-1710428504.jpg

„პირდაპირ ვიტყვი, არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობის გამოვლინებაა. დონბასისა და ნოვოროსიის მაცხოვრებლებს, რომლებმაც რეფერენდუმებში რუსეთთან გაერთიანებას ხმა რთულ პირობებში მისცეს, ეს კარგად ესმით და ამ დღეებში არჩევანს გააკეთებენ. კენჭისყრაში მონაწილეობას ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცებიც მიიღებენ. ისინი სამშობლოს იცავენ, სიმამაცესა და გამბედაობას აჩვენებენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ყველა ჩვენგანს მაგალითს გვაძლევენ“-განაცხადა მან.

24 წლის განმავლობაში პუტინმა სრული კონტროლი მოიპოვა რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე. კრიტიკოსების ნაწილი, რომლებიც მის მმართველობას აკრიტიკებდნენ საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ, ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი კი წლებია ემიგრაციაში იმყოფება.

71 წლის პუტინის გარდა, რუსეთის საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის მსურველი კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა. ესენი არიან რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვი, კრემლის ლოიალური ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი და კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი.

849347-big-08337cbab5-1710428635.jpg

ევროკავშირის სტრუქტურები ფასადურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. როგორც ევროპარლამენტის პრესრელიზშია ევროპარლამენტს რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილება არც ერთი დეუტატისთვის არ მიუცია.

რუსეთში დამკვირვებლებს არც ეუთო გაგზავნის. ევროპის ათეულობით ქვეყანა, ასევე აშშ, კანადა და ისრაელი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ.

w980-p16x9-2023-12-14t092503z-1698665403-rc2xw4a8xifv-rtrmadp-3-russia-putin-1710428533.jpg

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნება საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსული პასპორტებიც აქვს. ოკუპირებულ აფხაზეთში 30, ცხინვალის რეგიონში კი 11 საარჩევნო უბანი იმუშავებს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. მათი მთავარი დავალებაა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე პირველი ვადით 2000 წლის 26 მარტს აირჩიეს. ამის შემდეგ ის ქვეყნის პრეზიდენტის კიდევ სამჯერ გახდა.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

myquiz