"ბართა ღალა" - ცათამბჯენი კოშკი ინგუშეთში, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული | Allnews.Ge

"ბართა ღალა" - ცათამბჯენი კოშკი ინგუშეთში, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული

„ბართა ღალა“ არის გიგანტური, 100 მეტრის, უფრო სწორად, როგორც მასპინძლებმა მითხრეს, 99 მეტრისა და 97 სანტიმეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც, ფაქტობრივად, ქალაქის ყველა კუთხიდან მოჩანს.“ - ინგუშეთის უნიკალური კოშკის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი, კავკასიოლოგი - ხვთისო მამისიმედიშვილი გვიამბობს...

- ინგუშეთის, მაგასის სასტუმრო “Artis Plaza“-დან „ბართა ღალამდე“ (თანხმობის კოშკამდე) მისასვლელად ავტომობილით სულ რაღაც 5-10 წუთი დაგვჭირდა. იგი ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად, ალანიის მოედანზე მდებარეობს. „ბართა ღალა“ არის გიგანტური, 100 მეტრის, უფრო სწორად, როგორც მასპინძლებმა მითხრეს, 99 მეტრისა და 97 სანტიმეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც, ფაქტობრივად, ქალაქის ყველა კუთხიდან მოჩანს. იგი წარმოადგენს ინგუშური ტრადიციული საცხოვრებელი კოშკის ასლს და, ფაქტობრივად, შუა საუკუნეების ინგუშური კოშკის არქიტექტურული სტილის მიხედვით აუგიათ.

koshki-ingusheti-1-1705405487-1710394333.jpg

თუმცა „თანხმობის კოშკი“ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრად უფრო გაუმჯობესებული ჩანდა. კოშკის სიდიდე ოთხჯერ აღემატებოდა მის ტრადიციულ ანალოგს. „ბართა ღალას“ ავტორებმა გაითვალისწინეს კოშკის აგების ძველი ინგუშური ტრადიცია, რომლის მიხედვით, კოშკი უეჭველად ერთ წელიწადში ანუ 365 დღეში უნდა დასრულებულიყო. თუ მოხდებოდა ისე, რომ კოშკის აგება ამ დროში ვერ მოესწრებოდა, დიდი სირცხვილი იქნებოდა და მის მშენებლობას, როგორც წესი, შეწყვეტდნენ. ამდენად, „ბართა ღალა“, რომელიც წარმოადგენდა ინგუშეთის ერთიანობის სიმბოლოსა და ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს, აშენდა 2013 წელს, ძველი ინგუშური წესის დაცვით, ზუსტად ერთ წელიწადში. კოშკის პროექტის ავტორი არის ეროვნებით ინგუში ალიხან ხარსიევი.

koshki-ingusheti-2-1705405558-1710394343.jpg

ლეგენდის თანახმად, უძველეს დროში თანამედროვე კოშკის ადგილას მდგარა ღალღების ქვეყნის ყველაზე მაღალი კოშკი, რომელიც იმ მიწა-წყლის მცხოვრებლებისთვის სიძლიერის, ღმერთთან ურთიერთობისა და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ერთხელაც მტრები მოსულან, ადამიანები გაუჟლეტიათ, კოშკი კი დაუნგრევიათ. ინგუშების რწმენით, მხოლოდ საერთო მიზნითა და საერთო შემოქმედებითი სულით გაერთიანებულ ხალხს შეუძლია იმავე ადგილას ძველზე უფრო მაღალი კოშკის აღმართვა. იხილეთ სრულად