როგორ უნდა იშოვოთ პირველი მილიარდი? - 10 საიდუმლო დონალდ ტრამპის წიგნიდან | Allnews.Ge

როგორ უნდა იშოვოთ პირველი მილიარდი? - 10 საიდუმლო დონალდ ტრამპის წიგნიდან

დონალტ ტრამპი წელს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად კიდევ ერთხელ იბრძვის. 77 წლის მილიარდერი საკმაოდ გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა და მისი განცხადებები ხშირად კრიტიკის საგანი ხდება. Forbes-ის 2024 წლის მონაცემებით ტრამპი 2.6 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

ტრამპის ყველაზე ცნობილი წიგნია "ტრამ­პი: რო­გორ გავ­მდიდ­რდეთ", რო­მე­ლიც მან 2004 წელ­ს გამოსცა.

აშშ-ის ყოფილი პრე­ზი­დენ­ტი, დამ­წყებ და შემ­დგარ ბიზ­ნეს­მე­ნებს ბიზ­ნე­სის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს უმ­ხელს. მაგ­ნა­ტი წიგნ­ში მო­მა­ვალ მე­წარ­მე­ებს აძ­ლევს რჩე­ვებს, თუ რო­გორ გა­მო­ი­მუ­შა­ონ პირ­ვე­ლი მი­ლი­არ­დი:

trump-book-cover-photo-ap-img-1710224698.jpg

1. ყო­ველ­თვის ჩა­იც­ვით თქვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი დო­ნის შე­სა­ბა­მი­სად

ოდეს­ღაც ვა­მა­ყობ­დი იმით, რომ უბ­რა­ლო კოს­ტი­უ­მებ­სა და სხვა ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობ­დი. არა­ვი­თა­რი აზრი არ ჰქონ­და, ათა­სო­ბით დო­ლა­რი გა­და­მე­ხა­და, თუ შე­იძ­ლე­ბო­და 100-დო­ლა­რი­ა­ნი ნივ­თე­ბის ყიდ­ვა. ვინ გა­ი­გებ­და? მაგ­რამ წლებ­თან ერ­თად მივ­ხვდი, რომ მარ­თა­ლი არ ვი­ყა­ვი. ახლა ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ან ფეხ­საც­მელს ვყი­დუ­ლობ და ის თით­ქოს სა­მა­რა­დი­სოა, როცა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი, რო­გორც მახ­სოვს, მალე ცვდე­ბო­და და სწო­რედ იმ­დე­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რამ­დე­ნიც მას­ში მქონ­და გა­დახ­დი­ლი. ტან­საც­მე­ლი ბევრ რა­მეს ამ­ბობს ჩვენ­ზე მა­ნამ­დე, სა­ნამ პირს გა­ვა­ღებთ.

2. გან­გებ გა­ი­ფუ­ჭეთ რე­პუ­ტა­ცია

სა­გულ­და­გუ­ლოდ შერ­ჩე­უ­ლი წვრილ-წვრი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­ცით, კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვით, რათა ნა­ხოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა რე­აქ­ცია. რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნელს რომ იტყვით, საკ­მა­ოდ დიდ შე­დეგს მი­ი­ღებთ. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­ნიშ­ვნა შე­მეძ­ლო გა­მე­კე­თე­ბი­ნა თათ­ბირ­ზე, რათა მე­ნა­ხა, სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­მე­თან­ხმე­ბოდ­ნენ თუ შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. ეს კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა მათ შე­სა­ფა­სებ­ლად, ვინც გვერ­დით მოგ­ყვე­ბა.

3. სა­კუ­თა­რი თა­ვის ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტან­ტი გახ­დი

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფი­ნან­სურ კონ­სულ­ტანტს ქი­რა­ობს, მაგ­რამ არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს, კონ­სულ­ტან­ტებს რამ­დენ­ჯერ მი­უყ­ვა­ნი­ათ კრა­ხამ­დე საქ­მე. მრჩევ­ლის არ­ჩე­ვი­სას სა­კუ­თარ დას­კვნებს ენ­დეთ, რომ­ლე­ბიც პა­ტივ­სა­ცე­მი გა­მო­ცე­მე­ბის ბიზ­ნესგვერ­დებ­ზე წა­კი­თხუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გაქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. მათი წა­კი­თხვი­სას ხვდე­ბით, რა ხდე­ბა ბა­ზარ­ზე, მათ შო­რის, რო­მე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი არი­ან უკე­თე­სე­ბი. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ენ­დეთ.

4. ხურ­და და­უბ­რუ­ნეთ

თუ თქვენ­ზე ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ, იმა­ვე­თი უპა­სუ­ხეთ. თუ შე­უ­რა­ცხგყო­ფენ, მთე­ლი თქვე­ნი ძა­ლი­თა და ენერ­გი­ით და­ეს­ხით თავს. თვა­ლი თვა­ლი­სა წილ! არ ენ­დოთ ყვე­ლას. მე ვიცი, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი არც ისე კარ­გი ჩანს ხოლ­მე, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რიც შე­იძ­ლე­ბა და­ფეთ­დეს თქვენს ცოლ­ზე ან თქვენს ფულ­ზე.

5. და­ლაქთა ხე­ლოვ­ნე­ბა არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ

ხში­რად მაკ­რი­ტი­კე­ბენ იმის გამო, თუ რო­გორ ვი­ვარ­ცხნი თმას. ჩემს ვარ­ცხნი­ლო­ბას ერთხელ უწო­დეს "რთუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ­ქი­ტექ­ტუ­რის კრი­ტი­კო­სე­ბის სამ­სჯე­ლო უფ­როა". ჩემი აზ­რით, ის მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ არას­დროს ვამ­ტკი­ცებ, რომ ვარ­ცხნი­ლო­ბა ჩემი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მხა­რეა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის მაკ­ვირ­ვებს, რა ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, პა­რიკს ხომ არ ვა­ტა­რებ. პა­სუ­ხი: კა­ტე­გო­რი­უ­ლად არა. პა­რიკს არ ვა­ტა­რებ.

s-l1200-1710224709.jpg

6. ეცა­დეთ, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას მო­ე­რი­დოთ

ზო­გი­ერთ ად­მი­ნის­ტრა­ტორს მყა­რი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის სჯე­რა. მე კი ამის არ მჯე­რა. ხში­რად ვა­წყდე­ბი შემ­თხვე­ვას, როცა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად გა­ცი­ე­ბუ­ლია, მო­დის ჩემ­თან და მე­უბ­ნე­ბა: "ბა­ტო­ნო ტრამპ, მინ­და ხელი ჩა­მო­გარ­თვათ". ცნო­ბი­ლია, რომ სწო­რედ ამ გზით გა­და­დის მიკ­რო­ბე­ბი. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ადა­მი­ა­ნი ტუ­ა­ლე­ტი­დან გა­მო­ვი­და და ჯერ კი­დევ სვე­ლი ხე­ლე­ბი­დან წყლის წვე­თებს ხე­ლე­ბის ქნე­ვით იშო­რებ­და. მერე ჩემს მა­გი­დას­თან მო­ვი­და და მი­თხრა: "ბა­ტო­ნო ტრამპ, დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ. შე­იძ­ლე­ბა, ხელი ჩა­მო­გარ­თვათ?"

7. თქვენს ინ­სტინ­ქტებს და­ე­მორ­ჩი­ლეთ

მე­წარ­მე­ო­ბა ჯგუ­ფუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის. სა­კუ­თარ თავს უნდა ენ­დოთ. შე­იძ­ლე­ბა სო­ლი­დუ­რი აკა­დე­მი­უ­რი დიპ­ლო­მე­ბი გქონ­დეთ, მაგ­რამ ინ­სტინ­ქტე­ბის გა­რე­შე ვერ შეძ­ლებთ ზე­ვით ას­ვლას და იქ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას. ეს ერთ-ერთი ის ნაც­რის­ფე­რი ზო­ნაა, რო­მე­ლიც გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა მათ­თვი­საც კი, ვინც დახ­ვე­წილ საქ­მი­ან ინ­სტინ­ქტს ფლობს. არის ისე­თი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა სიგ­ნა­ლი მოგ­ცეთ, და­დოთ თუ არა ესა თუ ის გა­რი­გე­ბა, შეხ­ვი­დეთ თუ არა კონ­ტაქ­ტში ამა თუ იმ ადა­მი­ან­თან.

107385492-17101616722024-03-09t232210z-1728757153-rc2li6ajg5az-rtrmadp-0-usa-election-trump-1710224741.jpeg

8. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ოპ­ტი­მიზ­მი, მაგ­რამ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვი­საც მზად იყა­ვით

არის აღ­მაფ­რე­ნე­ბი და ძირს და­ცე­მე­ბი, მაგ­რამ მათი გა­და­ტა­ნა შე­გიძ­ლი­ათ, თუ მზად შეხ­ვდე­ბით. პრობ­ლე­მე­ბის მო­ლო­დი­ნის უნარ­მა მიშ­ვე­ლა, ენერ­გია არა­გო­ნივ­რუ­ლად არ და­მე­ხარ­ჯა და თქვენც და­გი­ცავთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბის­გან. აღ­მაფ­რე­ნა და ძირს და­ცე­მა გარ­და­უ­ვა­ლია.

ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პე­სი­მის­ტი ვარ. უწო­დეთ ამას პო­ზი­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

9. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ დე­ტა­ლებს

თუ არ იცით ყვე­ლა ას­პექ­ტი იმი­სა, რა­საც აკე­თებთ, უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბის­თვის სწი­რავთ თავს. ოდეს­ღაც ვკი­თხუ­ლობ­დი პა­ტივ­ცე­მულ ნე­ი­რო­ქი­რურ­გზე, რო­მე­ლიც ფა­ნა­ტი­კუ­რად იყო შე­პყრო­ბი­ლი წვრილ­მა­ნე­ბით და ოპე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით. ოპე­რა­ცი­ის­თვის წინ დი­ლით დარ­ბო­და. ფიქ­რებ­ში წარ­მო­იდ­გენ­და ყვე­ლა დე­ტალს, იხ­სე­ნებ­და ყვე­ლა­ფერს, რაც იცო­და, ყვე­ლა სირ­თუ­ლეს, გარ­თუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და შეხ­ვედ­რო­და. მაგ­რამ დე­ტა­ლებს რომ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი იყოთ.

10. გა­ა­ფორ­მეთ სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტე­ბი

მე რომ სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი არ მქო­ნო­და, ამ წიგნს და­წერ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ და­კარ­გა. ივო­ნას ად­ვო­კა­ტე­ბი რომ სა­სა­მარ­თლო­ში მი­მეყ­ვა­ნა (ტრამ­პი პირ­ველ ცოლს გა­შორ­და და მას­ზე ბევ­რად უმ­ცრო­სი ქალი მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად - მთარ­გმ.), ავ­ტო­ბუ­სი დამ­ჭირ­და, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი მქონ­და. მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც მე­ხუ­თედ აპი­რებ­და და­ქორ­წი­ნე­ბას, მი­თხრა: "ისე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, არ მჭირ­დე­ბა სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი". ერთ წე­ლი­წად­ში ქორ­წი­ნე­ბა და­ირ­ღვა და მას ჯო­ჯო­ხე­თის გა­მოვ­ლა მო­უხ­და.

ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან