იცოდით, რატომ არ ვარდებათ ებრაელებს კიპა თავიდან? - საინტერესო ფაქტები ტრადიციული თავსაბურავის შესახებ | Allnews.Ge

იცოდით, რატომ არ ვარდებათ ებრაელებს კიპა თავიდან? - საინტერესო ფაქტები ტრადიციული თავსაბურავის შესახებ

კიპა -ებრაელი მამაკაცების ტრადიციული თავსაბურავია. მისი კიდევ ერთი სახელი იარმულკეა (რაც თარგმანში - "ღვთის მოშიშს" ნიშნავს). გვერდიდან ეს პატარა ქუდი ებრაელის თავზე მიწებებულივით გამოიყურება, თუმცა რეალურად არაერთი ადამიანი ინტერესდება რა აჩერებს ამ პატარა ქუდებს თავზე და რატომ არ ვარდებათ ის ებრაელებს კეფიდან? ნუთუ რაღაც ხრიკთან გვაქვს საქმე?

2023082117223286669-1710132875.jpg

ფორმებისა და ქსოვილების დიდი მრავალფეროვნება

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ებრაული კანონი მამაკაცებისთვის თავის დაფარვას არ მოითხოვს, ბევრი იუდეველი ამ ტრადიციას მაინც იცავს, კიპას ტარება - ღვთისმოსაობის, მოკრძალებისა და ღვთის მსახურების სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა ყველა ებრაელი კიპას მუდმივად არ ატარებს, მას მხოლოდ მორწმუნეთა თავზე იხილავთ, კონსერვატიული ებრაელები ამ თავსაბურავს მხოლოდ სინაგოგაში და ტრაპეზის დროს ატარებენ.

არარელიგიური ებრაელები კი - მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე (მაგალითად, "ბარ - მიცვაზე" - სრულწლოვანების დღესასწაულზე). რეფორმატორი ებრაელები კი ასეთ თავსაბურავებს საერთოდ არ ატარებენ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ებრაელის თავზე კიპას არსებობით შესაძლებელია მისი რწმენის დადგენა. მეტიც, ფორმა, ფერი, ზომა და ქსოვილის ტექსტურა ცხადყოფს, რომელ მიმართულებას მიაკუთვნებს თავს ეს კონკრეტული იუდეველი. მაგალითად, აშქენაზები უპირატესობას მუქი ფერის ქსოვილისგან შეკერილ იარმულკებს ანიჭებენ, ჰარედიმები კი უფრო დიდ, მონოტონურ ნაქსოვ კიპებს ატარებენ.

2023082117311586669-1710132890.jpg

როგორ ხდება პატარა ქუდების თავზე გაჩერება?

საიდუმლო ძალიან მარტივია. იმისთვის რომ კიპა თავიდან არ ჩამოვარდეს მას თმაზე სამაგრით ამაგრებენ, მაგრამ რა ქნას იმან ვისაც თმა არ აქვს? ამ შემთხვევაში კიპა თავზე მისი კიდეების გასწვრივ არსებული სპეციალური სილიკონის ზოლების საშუალებით მაგრდება, და მაინც თუ ადამიანს თმა აქვს, მაგრამ ძალიან მოკლედ აქვს შეჭრილი? კიპა ამ შემთხვევაშიც კარგად მაგრდება.

2023082117381386669-1710132909.jpg

წყარო

myquiz