კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის სიყვარულის ისტორიები - ვინ იყვნენ ქალები, რომლებმაც 8 მარტი ქალთა დღედ აქციეს | Allnews.Ge

კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის სიყვარულის ისტორიები - ვინ იყვნენ ქალები, რომლებმაც 8 მარტი ქალთა დღედ აქციეს

ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, 8 მარტს მსოფ­ლიო ას წელ­ზე მე­ტია აღ­ნიშ­ნავს. თა­ვი­დან ეს დღე სო­ცი­ა­ლის­ტის, გერ­მა­ნე­ლი კლა­რა ცეტ­კი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით აღი­ნიშ­ნა და­ნი­ა­ში, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში, ბოლ­შე­ვი­კურ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში კი ის სა­ხელ­მწი­ფო დღედ გა­და­იქ­ცა.

არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეს დღე კვლავ აღი­ნიშ­ნე­ბა, ბევ­რგან ის დას­ვე­ნე­ბის დღეა. მარ­თა­ლია, არის მო­საზ­რე­ბა, რომ ამე­რი­კე­ლი ფე­იქ­რე­ბი არი­ან ჭეშ­მა­რი­ტი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი 8 მარ­ტი­სა (ეს ის­ტო­რია 1857 წელს და­წყე­ბუ­ლა), მაგ­რამ ის მა­ინც კლა­რა ცეტ­კინ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დღედ რჩე­ბა.

კლა­რა ცეტ­კი­ნი­სა და როზა ლუქ­სემ­ბურ­გის სა­ხე­ლე­ბი დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია. ის, ვინც საბ­ჭო­თა სკო­ლებ­ში სწავ­ლობ­და, ამ ორ ქალ­ბა­ტონს გულ­მხურ­ვა­ლე რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბად იც­ნო­ბენ. თუმ­ცა, ორი­ვე მათ­გა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მსგავ­სად, ძა­ლი­ან მგზნე­ბა­რე და ვნე­ბით აღ­სავ­სე იყო.

კლა­რა ცეტ­კი­ნი

ლა­იფ­ცი­გის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი 18 წლის კლა­რა აის­ნე­რის­გან ბრწყინ­ვა­ლე პე­და­გო­გი ვერ დად­გა, რო­გორც ამას მისი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ. გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მო­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ან­და. მშობ­ლე­ბი შოკ­ში იყ­ვნენ და მისი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით დას­ჯაც სურ­დათ, მაგ­რამ კლა­რას მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფა აღ­მო­აჩ­ნდა. მისი იდე­ო­ლო­გი, ოდე­სე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რან­ტი ოსიპ ცეტ­კი­ნი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ისე მჭევ­რმე­ტყვე­ლობ­და, რომ გო­გო­ნა მას თვალს ვერ წყვეტ­და.

ის ლა­მა­ზი არ იყო, თუმ­ცა ინ­ტე­ლექ­ტი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველს ხდი­და. რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ კლა­რას შე­უყ­ვარ­და, მის­გან თავი შორს და­ი­ჭი­რა. კლა­რა კი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და. მალე ის "ვე­ლუ­რა­დაც" მო­ნათ­ლეს. ეს ზედ­მეტ­სა­ხე­ლი მას მე­გობ­რებ­მა იმ გზნე­ბის­თვის შე­არ­ქვეს, რო­მელ­საც ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში იჩენ­და.

1880 წელს ოსი­პი გერ­მა­ნი­ი­დან გა­ა­ძე­ვეს, ის საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და. კლა­რა კი პარ­ტი­ულ და­ვა­ლე­ბებს ავ­სტრი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში ას­რუ­ლებ­და. ის საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ჩას­ვლას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ პა­რიზ­ში გამ­გზავ­რე­ბის ნე­ბარ­თვა მხო­ლოდ 2 წლის შემ­დეგ მი­ი­ღო. მან მა­ლე­ვე იპო­ვა ოსი­პი, სა­ცხოვ­რებ­ლად მას­თან გა­და­ვი­და და ცეტ­კი­ნის გვა­რიც მი­ი­ღო, თუმ­ცა მათი ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლა. იხილეთ სრულად

myquiz