სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან - რატომ არ სურდა არც ერთ ქვეყანას სვეტლანა ალილუევასთვის თავშესაფარი მიეცა? | Allnews.Ge

სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან - რატომ არ სურდა არც ერთ ქვეყანას სვეტლანა ალილუევასთვის თავშესაფარი მიეცა?

41 წლის ასაკ­ში, ანუ ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ტო­ვა, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს აშშ-ის ტუ­რის­ტუ­ლი ვიზა და იქ ჩას­ვლის თან­ხმო­ბა მი­ი­ღო.

ამე­რი­კე­ლე­ბი მას ისე შეხ­ვდნენ, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ადა­მი­ანს. მარ­თლაც ასე იყო - სვეტ­ლა­ნა იო­სებ სტა­ლი­ნის შვი­ლი გახ­ლდათ.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვას ცხოვ­რე­ბა ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხე­თად იქცა. დე­დამ, ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვამ, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. მა­შინ სვეტ­ლა­ნა შვი­დი წლი­საც არ იყო. წმენ­დას, რო­მე­ლიც სტა­ლინ­მა მო­ა­წყო 30-იან წლებ­ში, მისი მრა­ვა­ლი ნა­თე­სა­ვი ემსხვერ­პლა.

svetlanadeda-2019-05-09-xuxn1acwqraoz-1-1709622869.jpg

სვეტ­ლა­ნა დე­დას­თან ერ­თად

საყ­ვა­რე­ლი დე­ი­და მა­რი­ა­მი და ბიძა ალექ­სან­დრე სვა­ნი­ძე - სტა­ლი­ნის პირ­ვე­ლი ცო­ლის ძმა, და­ა­პა­ტიმ­რეს და რო­გორც ხალ­ხის მტრე­ბი, ისე და­ხო­ცეს. მათი ვა­ჟიც, სვეტ­ლა­ნას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. ბიძა სტა­ნის­ლავ რე­დენ­სიც, ნა­დეჟ­დას დის, ანას მე­უღ­ლე, დახ­ვრი­ტეს. სვეტ­ლა­ნას ბი­ძამ, პავ­ლემ (დე­დის ძმამ), პა­ნი­კურ შიშ­ში ცხოვ­რე­ბას ვერ გა­უძ­ლო და ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა.

სვეტ­ლა­ნა 17 წლის როცა იყო, მა­მა­მის­მა მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ალექ­სი კაპ­ლე­რი 10 წლით გუ­ლაგ­ში გა­მო­კე­ტა... სვეტ­ლა­ნას ცხოვ­რე­ბა­ში ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და. უფ­რო­სი ძმა ვა­სი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს და 1962 წელს ლო­თო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

svetlanavasilimama-2019-05-09-oej1gfxp4oyhy8z-1709622946.jpg

იო­სებ სტა­ლი­ნი შვი­ლებ­თან - სვეტ­ლა­ნა­სა და ვა­სილ­თან ერ­თად

სვეტ­ლა­ნას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მე­გობ­რე­ბი 60-იანი წლე­ბის ნა­ხე­ვარ­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­უ­ყე­ნეს შრო­მი­თი ბა­ნა­კე­ბის გზას. როცა სვეტ­ლა­ნამ ბო­ლოს ცოტა სიმ­შვი­დე ჰპო­ვა ბრა­ჯეშ სინ­ხის (ინ­დო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მოს­კოვ­ში მთარ­გმნე­ლად მუ­შა­ობ­და) მკლა­ვებ­ში, მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, თუმც კი სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებს ით­ვლი­და.

ბო­ლოს სვეტ­ლა­ნას ნება დარ­თეს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ნეშ­ტი მშობ­ლი­ურ ინ­დო­ეთ­ში ჩა­ე­ტა­ნა.

svetlanabrajesh-2019-05-09-udqp5zucylczo-1-1709623590.jpg

გან­გის პი­რას

როცა მის­თვის მი­ჩე­ნილ მზრუნ­ველ­თან, ვინ­მე კა­სი­რო­ვას­თან ერ­თად სვეტ­ლა­ნა თვითმფრი­ნა­ვი­დან დე­ლის აე­რო­პორ­ტში ჩა­ვი­და, 1967 წლის 20 დე­კემ­ბერს, მას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ელ­ჩოს მე­ო­რე მდი­ვა­ნი და სა­ელ­ჩოს კი­დევ ორი მო­ხე­ლე დახ­ვდა. აე­რო­პორ­ტი­დან ისე სწრა­ფად გა­ა­ქა­ნეს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ორი სი­ტყვაც ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს. სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­მო­არ­თვეს ვიზა, პას­პორ­ტი და ბი­ლე­თი. სვეტ­ლა­ნას სურ­და, ბრა­ჯე­შის ძმის­შვი­ლის სახ­ლში და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ იგი სა­ელ­ჩოს სას­ტუმ­რო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მის ოთახ­ში მხო­ლოდ სა­წო­ლი და მა­გი­და იდგა. სხვა ყვე­ლა­ფე­რი გა­ექ­როთ, ტე­ლე­ფო­ნიც კი.

სვეტ­ლა­ნას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალს ფა­რუ­ლად უნდა დას­წრე­ბო­და. მა­ს­მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­და, მოს­კოვ­შიც დრო­ზე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. გარ­დაც­ვლი­ლის ძმის­შვილ­მა სვეტ­ლა­ნას ურ­ნა­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი ნეშ­ტი გა­მო­არ­თვა და პრო­ცე­სი­ას წინ გა­უ­ძღვა. სვეტ­ლა­ნა და სხვა ქა­ლე­ბი ტე­რა­სა­ზე ავიდ­ნენ და იქი­დან უცქერ­დნენ პრო­ცე­სი­ას. ქა­ლებს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ. მა­მა­კა­ცებ­მა ურნა ნა­ვით წა­ი­ღეს და შუ­ა­გულ გან­გში, წყალ­ში ჩა­უშ­ვეს. სვეტ­ლა­ნა ატირ­და.

svetlanaalilueva-2019-05-09-5ypgvmx9c8gvmz-1-1709623772.jpg

ალი­ლუ­ე­ვას გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, 4 იან­ვარს მოს­კოვ­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ინ­დო­ეთ­ში მეტ­ხანს აპი­რებ­და დარ­ჩე­ნას. ვიზა ერ­თთვი­ა­ნი ჰქონ­და და სა­ელ­ჩო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წევ­და. დე­ლი­ში გა­ჩე­რე­ბა 20 იან­ვრამ­დე სურ­და, ამი­ტომ სა­ელ­ჩოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას წე­რი­ლი მის­წე­რა და ამის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. მას იმე­დი ჰქონ­და, რომ ინ­დო­ეთ­ში და­სახ­ლე­ბის უფ­ლე­ბას მი­ი­ღებ­და.

აგ­რამ ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა რო­გორ უნდა მო­ხერ­ხე­ბი­ნა? გა­და­წყვი­ტა წიგ­ნის და­წე­რა (ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი: “ოცი წე­რი­ლი მე­გო­ბარს”). იქ­ნებ მისი გა­ყიდ­ვა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა? მისი აზ­რით, ტექ­სტი აპო­ლი­ტი­კუ­რი იყო, ერ­თგვა­რი სა­ო­ჯა­ხო დღი­უ­რის ფორ­მის, თუმ­ცა დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევ­და. ის ხომ სტა­ლი­ნის ოჯა­ხის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბო­და.

სვეტ­ლა­ნამ პა­რიზ­ში გა­მომ­ცემ­ლის, ემა­ნუ­ილ დ’ას­ტე­რის მე­უღ­ლეს, ლი­უ­ბა კრა­სინს, რო­მელ­საც მოს­კო­ვი­დან იც­ნობ­და, წე­რი­ლი მის­წე­რა. წე­რილ­ში გა­მო­უ­ტყდა, რომ ინ­დო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ სურს. ეკი­თხე­ბო­და, თუ მო­ა­ხერ­ხებ­და წიგ­ნის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მო­ცე­მას. ეს მი­წერ-მო­წე­რა დი­დად სა­რის­კო საქ­მე იყო, თუმ­ცა უკე­თე­სი გზაც არ ჩან­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ტე­ლეგ­რა­მა მი­ი­ღო: «დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია». ამის შემ­დეგ მან აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში მის­ვლა გა­და­წყვი­ტა.

იხილეთ სრულად