ბინები თბილისში, კომპანიები და მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა? | Allnews.Ge

ბინები თბილისში, კომპანიები და მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა?

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 28 თებერვალს შეავსო. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ხარჩილავას ოჯახის წევრებს მისი მეუღლე, დედა და 3 შვილი შეადგენენ.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გია ხარჩილავას შემოსავალმა წალენჯიხის მერის პოზიციაზე 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 40 328 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, მის საკუთრებაშია ავტოფარეხი და 2 ბინა თბილისში; მიწის ნაკვეთი წალენჯიხაში, საცხოვრებელი სახლი სოფელ ჯგალიში და მიწის ნაკვეთი სოფელ საჩინოში, ასევე მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლის 14,28%-იანი წილი წალენჯიხაში, რომლის დანარჩენ წილსაც მისი ოჯახის წევრები ფლობენ. მერის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი JEEP GRAND CHEROKEE, რომელიც 2019 წელს აქვს შეძენილი.

ამასთან, 2022 წელს მან მსუბუქი ავტომობილი "ლინკოლნი მკზ" შეიძინა 11 000 აშშ დოლარად.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ხარჩილავა არის შპს „კოლხი-2010“-ს 100%-იანი, შპს „ლეგასის“ – 47%-იანი, შპს G.K.I. COMPANY-ს 48%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, დეკლარაციაში არცერთი საწარმოს მუშაობის შედეგად არ უფიქსირდება შემოსავალი.

რაც შეეხება მერის ოჯახის წევრებს, დედის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი წალენჯიხაში, მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილებს - KIA SPORTAGE-სა და MAZDA-ს. ამათგან პირველი ჩუქებით, ხოლო მეორე ლიზინგით აქვს შეძენილი 2020 წელს.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ხარჩილავას დანაზოგი ამ დროისთვის 10 500 ლარს შეადგენს.

1103010088-1709543113.png

რაც შეეხება მის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, წალენჯიხის მუნციპალიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ:

  • 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა1991 წელს,
  • ასევე,წარჩინებით დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, პარალელურად ეუფლებოდა ჟურნალისტის პროფესიას; სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში,არის 9 აპრილის მონაწილე.
  • სამუშაო გამოცდილება: 1991 წელს ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში,დაბრუნდა მშობლიურ წალენჯიხაში და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო,შექმნა კარატეს სკოლა,სადაც ათწლეულების განმავლობაში უსასყიდლოდ ავარჯიშებდა მოსწავლე–ახალგაზრდობას,
  • მისი ინიციატივით შეიქმნა ინტელექტკლუბი ,,მასქური“,შემოიკრიბა ქალაქის ახალგაზრდობა,სადაც იმართებოდა სხვადასხვა საღამოები,დისკუსიები,ამ პერიოდში,როცა ფეხმოკიდებული იყო კრიმინალი,ნარკომანია,გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი, ,,მასქური“ ახალგაზრდების სულიერი სავანე გახდა
  • 1995 წელს როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა,გიორგი ხარჩილავა,ინიშნება ქ.წალენჯიხის მერად,თუმცა ვერ ეგუება გამეფებულ ბიუროკრატიას,კორუფციას,არ შედის არანაირ გარიგებებში და წალენჯიხელებს ახსოვთ უკომპრომისო ბრძოლა შევარდნაძის რეჟიმთან 1995–2002 წლებში
  • 1998 წელს გიორგი ხარჩილავა მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობით არჩეულიქნა ქ.წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ,ქ.წალენჯიხის მერად
  • 2002 წელს გიორგი ხარჩილავას უკვე მეორედ ირჩევენ ქ.წალენჯიხის თავკაცად–წალენჯიხის გამგებლად;
  • 2004–2006 წლებში გიორგი ხარჩილავა კერძო ბიზნესში მიდის,ამასთან,აგრძელებს სპორტულ მოღვაწეობას,მონაწილეობს სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში და წარმატებებსაც აღწევს
  • 2006 წელს გიორგი ხარჩილავა კვლავ პოლიტიკაში ბრუნდება,ირჩევენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ,სადაც მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის იღვწის 2010 წლამდე
  • 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერად.
myquiz