ვინ იყო ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპია?
"იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც, ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ასე იხსენიებდა გრიგოლ რობაქიძე ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლს, ეროვნულ გმირს ვარლამ ჩერქეზიშვილს.
ქართველი რევოლუციონერი 1846 წელს კახეთში, სოფელ თოხლიაურში დაიბადა. ვარლამ ჩერქეზიშვილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომელიც ახალგაზრდობიდანვე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და მისი მთავარი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობა იყო!1876 წლამდე რუსეთში, სხვადასხვა რევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობდა.1870 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში და 1876 წელს ევროპაში გაიქცა. ამის შემდეგ ჩაება ევროპის რევოლუციურ მოძრაობაში, იყო სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანარქისტი. ამ ნიადაგზე მან მთელ ევროპაში სახელი გაითქვა, როგორც რუსეთისა და ევროპის ერთ-ერთმა ანარქისტულმა ლიდერმა. აწყობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, კონგრესებს, კონფერენციებს და იყო ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი.
ცნობილია, რომ ჩერქეზიშვილი ილია ჭავჭავაძის იდეების ერთგული თაყვანისმცემელი იყო და იმდენად დიდი თანამოაზრე, რომ 1894 წლიდან ილია ჭავჭავაძემ მას დაუთმო თავისი სახელგანთქმული გაზეთის "ივერიის" ფურცლები. ეს ყველაფერი არალეგალურად ხდებოდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი მთელი 40 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა – შვეიცარიაში, საფრანგეთში, ინგლისში. იქედან აგზავნიდა წერილებს და ფსევდონიმებით იბეჭდებოდა. "ივერიაში" იგი "ვაზიანის" ფსევდონიმით ბეჭდავდა. ვარლამ ჩერქეზიშვილს სანთლით დაეძებდნენ მთელი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად, როგორც დამნაშავეს და ბოროტმოქმედს. მისი გამოჩენა იმპერიის საზღვრებში აკრძალული იყო, მაგრამ მაინც შეძლო ორჯერ საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლა.
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა - საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე. იხილეთ სრულად