25 თებერვალი: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და ულამაზესი მარო მაყაშვილის სულისშემძვრელი დღიური
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.
თითქმის მთელი თებერვალი ქართულ ჯარსა და რუსეთის წითელ არმიას შორის ბრძოლები მიდიოდა, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა ულამაზესი ქართველი ქალი მარო მაყაშვილი, რომელმაც გასაოცარი დღიური დაგვიტოვა.
"1919 წ... მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა… გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის ერთი საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის? მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…
საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო" - ეს ამონარიდია მაყაშვილის დღიურიდან...
რატომ გადაწყვიტა მარო მაყაშვილმა ომში წასვლა, ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ისტორიკოს ლაშა ბაქრაძესთან:
- როგორც პატრიოტმა ადამიანმა, მარო მაყაშვილმა დაინახა, რომ საქართველოს ბედი წყდებოდა და როგორც მოწყალების და (ისევე როგორც ბევრი სხვა) წავიდა ფრონტზე, რათა დახმარებოდა ქართველ მებრძოლებს.
- შეგვიძლია თუ არა მარო მაყაშვილი მივიჩნიოთ, იმ დროინდელი ქართველი ახალგაზრდობის კრებით სახედ?
- ვერ ვიტყვით, რომ მარო მაყაშვილი იმ დროინდელი ახალგაზრდების კრებითი სახეა, მაგრამ შემდგომში ის გახდა გარკვეულწილად სიმბოლური ფიგურა, რომელიც სრულებით არაა აუცილებელი, იყოს კრებითი სახე, პირიქით, სიმბოლიზებული ფიგურები, როგორ წესი, გამონაკლისები არიან ხოლმე. მე სულ ვეძებ იმ პერიოდის დღიურებს, ჩანაწერებს, მოგონებებს და სხვა... თითზე ჩამოსათვლელი მასალაა შემორჩენილი. იხილეთ სრულად