ბიზნესი, დაფარული პირადი ცხოვრება და ჰომოფობიური სკანდალი: რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი? | Allnews.Ge

ბიზნესი, დაფარული პირადი ცხოვრება და ჰომოფობიური სკანდალი: რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი?

8 თე­ბერ­ვალს კი­დევ ერთხელ წარ­მა­ტე­ბუ­ლად იას­პა­რე­ზა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა. UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მექ­სი­კე­ლი ჰენ­რი სე­ხუ­დო მსა­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ა­მარ­ცხა. ეს მის­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ზე­დი­ზედ მე­ა­თე გა­მარ­ჯვე­ბაა. UFC-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დვა­ლიშ­ვი­ლის მო­რი­გი ბრძო­ლა UFC-ში სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის­თვის იქ­ნე­ბა.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი ჭი­და­ო­ბით და­ი­წყო. თუმ­ცა 33 წლის სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გახ­და, რო­დე­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დვა­ლიშ­ვი­ლი 21 წლის წა­ვი­და. სა­ნამ ვარ­ჯიშს და­ი­წყებ­და, მუ­შა­ობ­და ფი­ზი­კუ­რად, ძი­რი­თა­დად, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი მწვრთნე­ლი ამ სპორ­ტში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მწვრთნე­ლი რეი ლონ­გო გახ­და.

429032721-766904398290966-3600622260720557593-n-38344-1708676080.jpg

სპორ­ტსმე­ნის მშობ­ლე­ბი, ამი­რან და და­რე­ჯან დვა­ლიშ­ვი­ლე­ბი შვი­ლის­თვის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნე­ბი იყ­ვნენ მისი MMA კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­რაბ­მა დიდი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ი­ა­რა იმის­თვის, რომ მი­სუ­ლი­ყო იქამ­დე, სა­დაც ახლა არის, წერს უცხო­უ­რი მე­დია. სხვა­ნა­ი­რად მშობ­ლე­ბი ვერ ია­მა­ყებ­დნენ.

"ხან­და­ხან ჩემს ბიჭს ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ, რო­გო­რი სწრა­ფად გა­ვი­და წლე­ბი. მარ­თა­ლია, გა­ი­ზარ­და და შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის სი­ჯი­უ­ტე, რო­მე­ლიც მის სის­ხლში ყო­ველ­თვის იყო, არ გამ­ქრა­ლა. ვფიქ­რობ, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი და­ეხ­მა­რა მას წარ­მა­ტე­ბა­ში“, - ამ­ბობს დვა­ლიშ­ვი­ლის მამა.

427872167-1601173914026276-7164977102327996613-n-38426-1708676100.jpg

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

დვა­ლიშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ის ხში­რად ჩანს MMA-ში და­ძა­ბუ­ლი ვარ­ჯი­შის დროს, აქ­ვეყ­ნებს მოგ­ზა­უ­რო­ბის ფო­ტო­ებს, პო­ზი­რებს უც­ნობ ქა­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ არა­სო­დეს სა­ჯა­როდ არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. "დვა­ლიშ­ვილს არც ცოლი ჰყავს და არც შვი­ლი" - წერს უცხო­უ­რი მე­დია. რო­დე­საც ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­ვი­და, ინ­გლი­სუ­რი ენა არ იცო­და. ამ­ბობს, რომ სა­უ­ბა­რი სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი­დან და ბრო­შუ­რე­ბი­დან ის­წავ­ლა.

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ვარ­ჯი­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. შე­საძ­ლოა, მას არ ჰქონ­და ბევ­რი დრო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ან ურ­ჩევ­ნია, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ფა­რუ­ლი დარ­ჩეს, წერს სპორ­ტუ­ლი მე­დია. იხილეთ სრულად

myquiz