იცოდით, რომ სოლოლაკის გორაზე ერთდროულად ორი ქართლის დედა იდგა? - ბევრისთვის უცნობი ამბები ქალაქის მთავარ სიმბოლოზე | Allnews.Ge

იცოდით, რომ სოლოლაკის გორაზე ერთდროულად ორი ქართლის დედა იდგა? - ბევრისთვის უცნობი ამბები ქალაქის მთავარ სიმბოლოზე

თბი­ლის­ში ყვე­ლა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გილს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. "ქარ­თლის დე­დის" მო­ნუ­მენ­ტუ­რი ქან­და­კე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა, რომ­ლის ავ­ტო­რი მო­ქან­და­კე ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლია. თბი­ლი­სის 1500 წლის­თა­ვის­თვის, 1958 წელს თბი­ლი­სის გა­სა­ფორ­მებ­ლად კო­მუ­ნის­ტე­ბის ერთ-ერთი პრო­ექ­ტი სწო­რედ "ქარ­თლის დედა“ აღ­მოჩ­ნდა.

სო­ლო­ლა­კის გო­რა­ზე, მა­შინ­დე­ლი "კომ­კავ­ში­რის ხე­ი­ვან­ში" გი­გან­ტუ­რი ქა­ლის ფი­გუ­რა, მო­ნუ­მენ­ტი უნდა და­ედ­გათ. ის ხის იქ­ნე­ბო­და - ცალ ხელ­ში ღვი­ნის თასი ეჭი­რე­ბო­და (მოყვრის­თვის) და ცალ ხელ­ში - ხმა­ლი (მტრის­თვის). თა­ვი­დან ასე იყო ცნო­ბი­ლი, რომ მო­ნუ­მენ­ტი დრო­ე­ბი­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

416679401-3521441851407456-4030687923127489836-n-59926-1708578534.jpg

მოგ­ვი­ა­ნე­ბით (1963 წელი) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, თქვეს, "ქარ­თლის დედა" თბი­ლი­სე­ლებს შე­უყ­ვარ­დათ და მისი აღე­ბა გა­და­ი­ფიქ­რეს. ხის მო­ნუ­მენ­ტი სხვა­დას­ხვა კლი­მა­ტუ­რი ბი­რო­ბე­ბის­გან რომ არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო, ალუ­მი­ნით და­ფა­რეს... 90-იან წე­ლებ­ში (1997 წელს) კი ძვე­ლი "ქარ­თლის დედა" ახ­ლით შე­იც­ვა­ლა.20-მეტ­რი­ა­ნი, ალუ­მი­ნის ეროვ­ნულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქა­ლის ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რი ისევ ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლი გახ­ლდათ. ავ­ტორს უთ­ქვამს, გა­ვა­ლა­მა­ზე­ბო და ქან­და­კე­ბა მთლი­ა­ნად ახ­ლით შე­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­დის გრძელმკლა­ვი­ა­ნი კაბა უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სი­ით შე­იც­ვა­ლა, მე­ტად თა­ნა­მედ­რო­ვე თავ­სა­ბუ­რა­ვი მო­ირ­გო, რო­მე­ლიც დაფ­ნის ფოთ­ლე­ბი­თაა დამ­შვე­ნე­ბუ­ლი. ამ თა­ნა­მედ­რო­ვე ჩაც­მუ­ლო­ბამ მა­შინ გარ­კვე­უ­ლი პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია – ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თით­ქოს ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­კარ­გაო.

ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლი კი აი, რას ამ­ბობ­და:

"შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, სი­ხა­რულ­თან ერ­თად, ბევ­რი ტკი­ვი­ლიც გან­მიც­დია. ვიდ­რე ჩემს ამა თუ იმ მხატ­ვრულ ჩა­ნა­ფიქ­რს ხორცს შე­ვას­ხამ­დი, არა ერთი და ორი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­და­მი­ლა­ხავს... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი ნა­თე­ლი დღე­ე­ბით ცო­ცხლობს. ბო­როტს, ცუდს, უსი­ა­მოვ­ნოს ის მალე ივი­წყებს, თუმ­ცა, არის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ისე მძაფ­რა­დაა ჩა­კი­რუ­ლი, რომ არ ამო­იშ­ლე­ბა“. ერთი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნა იყო „ქარ­თლის დე­დის“ მო­ნუ­მენ­ტის დად­გმა.

339303588-897059704739205-4702113013855324635-n-59980-1708578542.jpg

1963 წლის იან­ვარ­ში თა­ბო­რის მთა­ზე "ქარ­თლის დე­დის" ქან­და­კე­ბა დად­გეს მა­ნამ­დე იმა­ვე ად­გი­ლას, 1958 წელს და­იდ­გა ხის "ქარ­თლის დე­დის" ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც ალუ­მი­ნის ფურ­ცლე­ბით 1963 წელს შე­ი­მო­სა. ეს ქან­და­კე­ბა თბი­ლი­სის 1500 წლის სა­ზე­ი­მო დღე­ებ­ში, 1958 წელს შევ­ქმე­ნი და მას "დე­და­ქა­ლა­ქი" ვუ­წო­დე, "ქარ­თლის დედა" მას ხალ­ხმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­არ­ქვა. ქან­და­კე­ბა­ში ხმლი­სა და თა­სის აქ­სე­სუ­ა­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა არა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლი დე­დის ბუ­ნე­ბი­სა, არა­მედ, ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის – თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ხვედ­რი­სა – ათა­სი ჯუ­რის მტრებ­თან გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ბრძო­ლე­ბი­სა და კე­თი­ლი გრძნო­ბით მო­სულ სტუ­მარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა. მისი რეპ­რო­დუქ­ცია მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თმა ჟურ­ნალ­მა და გა­ზეთ­მა და­ბეჭ­და. რაც უფრო იზ­რდე­ბო­და ქან­და­კე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა, მით უფრო კრი­ტი­კუ­ლი ხდე­ბო­და მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა". იხილეთ სრულად

myquiz