ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში- როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო? | Allnews.Ge

ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში- როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო?

ე-14 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა გველ­ფებ­სა და გი­ბე­ლი­ნებს შო­რის. ამ ბრძო­ლას ორი ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ომი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­ხის ვედ­როს გამო და­ი­წყო.

და­პი­რის­პი­რე­ბა გველ­ფებ­სა და გი­ბე­ლი­ნებს შო­რის

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­დე­საც ეს მოვ­ლე­ნა მოხ­და, იტა­ლია რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად იყო და­ყო­ფი­ლი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და მრა­ვა­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და ფრაქ­ცი­ის­გან. ისი­ნი მუდ­მივ ომებს აწარ­მო­ებ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან.

იმ დრო­ის იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ორი ძი­რი­თა­დი ფრაქ­ცია: გველ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ პა­პის ძა­ლა­უფ­ლე­ბას და გი­ბე­ლი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ საღვთო რო­მის იმ­პე­რა­ტორს.

იტა­ლი­ის თი­თო­ე­უ­ლი ქა­ლაქს თა­ვი­სი მმარ­თვე­ლი ჰყავ­და, რო­მელ­მაც მე­ტო­ქე­ე­ბი და­ა­მარ­ცხა და და­მო­უ­კი­დე­ბელ ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გველ­ფე­ბი იყ­ვნენ მდი­და­რი ვაჭ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ბო­ლო­ნი­ის მხა­რე­ში ცხოვ­რობ­დნენ, გი­ბე­ლი­ნე­ბი კი ფერ­მე­რე­ბი და მი­წის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი, ისი­ნი მო­დე­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

voyna-gvelfov-i-gibellinov-64426-1708536037.jpg

ისი­ნი ხში­რად ებ­რძოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, ვაჭ­რო­ბის, რე­სურ­სე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის. თი­თო­ე­ულ ფრაქ­ცი­ას ჰყავ­და სა­კუ­თა­რი არ­მია, ხში­რად ხდე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც ცალ­კე­უ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი­სა და მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბა და რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე.

სის­ხლი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­მაც ორი ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, 1325 წელს და­ი­წყო და მისი წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზი ბო­ლო­ნი­ის სას­მელ წყალ­თან ჭას­თან ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­ხის ვედ­რო გახ­და.

რა მოხ­და ბო­ლო­ნი­ის ჭას­თან

ერთ ღა­მეს, მო­დე­ნას ჯა­რის­კა­ცე­ბი ბო­ლო­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ და მო­ი­პა­რეს ერ­თა­დერ­თი მუ­ხის ვედ­რო, რო­მელ­საც გელ­ფე­ბი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სას­მე­ლი ჭი­დან წყლის ამო­სა­ღე­ბად იყე­ნებ­დნენ. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, ბო­ლო­ნი­ამ ომი გა­მო­უ­ცხა­და მო­დე­ნას, რათა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ვედ­რო და აღედ­გი­ნათ ღირ­სე­ბა. ომის გა­მო­ცხა­დე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვედ­რო არც ყო­ფი­ლა, ეს მხო­ლოდ სა­ბა­ბი გახ­ლდათ. იხილეთ სრულად

myquiz