ნახეთ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ციხესიმაგრე, რომლის ჩამორთმევით წყვილს ემუქრებიან
ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შვილებთან ერთად დატოვეს, შესაძლოა, სოფელ გრიაზში მდებარე ცნობილი სასახლე ჩამოართვან. ამის შესახებ "ტელეგრამარხი" Shot წერს.
არხის ცნობით, სახელმწიფო დუმამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა გადაემოწმებინა, შესაძლებელია თუ არა სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს, უცხოელი აგენტების ქონების კონფისკაციის შესახებ ახალი კანონის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ კანონი ამ ცოტა ხნის წინ მიიღეს, რომლის თანახმადაც, უცხოეთის აგენტებად გამოცხადებულ პირებს, რუსეთში საკუთრება ჩამოერთმევათ.
ციხე-კოშკის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი რუბლია და ის რეგისტრირებულია მაქსიმ გალკინზე. ახლა ის ცარიელია, თუმცა სამშობლოში ბოლო ვიზიტისას, ალა პუგაჩოვა იქ დარჩა.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის დიმიტრი გუსევის თქმით, გალკინს, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს, პირველ რიგში უნდა ჩამოერთვას ქონება. გარდა ამისა, ალა პუგაჩოვას უნდა ჩამოერთვას სახალხო არტისტის წოდება. თავად გალკინს უკვე ჩამოერთვა კუზბასის ღირსების ორდენი. კომიკოსის თქმით, ის არ აპირებს ჯილდოს დაბრუნებას, რომელიც სოფელ გრიაზის ციხესიმაგრეში ინახება.
ამ სასახლეში გალკინმა და პუგაჩოვამ მრავალი წელი გაატარეს. მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ძვირადღირებულ მამულში, ამ ცოტა ხნის წინ 10 მილიონი დოლარი შესთავაზეს, დაახლოებით 700 მილიონი რუბლი. თუმცა ფაქტია, რომ ისინი გაყიდვას არ ჩქარობენ.
დაათვალიერეთ რუსეთში ყველაზე პოპულარული წყვილის სასახლევარსკვლავურმა ოჯახმა ციხესიმაგრე ოდინცოვოს ურბანული რაიონის სოფელ გრიაზში 2010-იანი წლების დასაწყისში ააშენა და მას შემდეგ, ის ამ ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სამი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასახლე ბორცვის თავზე დგას და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეს წააგავს წვეტიანი კოშკებითა და ქონგურებით. იხილეთ სრულად