უნიკალური შემთხვევა ქარელში: როგორ აღმოაჩინეს გველების გამოსაზამთრებელი ადგილი და სად არიან ახლა ქვეწარმავლები? | Allnews.Ge

უნიკალური შემთხვევა ქარელში: როგორ აღმოაჩინეს გველების გამოსაზამთრებელი ადგილი და სად არიან ახლა ქვეწარმავლები?

17 თე­ბერ­ვალს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ ქარ­თველ­მა ჰერ­პე­ტო­ლო­გებ­მა ქა­რელ­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის, კერ­ძოდ, "წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვე­ბის" გა­მო­სა­ზამ­თრე­ბელ ად­გილს მი­აკ­ვლი­ეს. ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ად­გილ­ზე ჩა­სულ ილი­ა­უ­ნის მკვლე­ვა­რე­ბის გუნდს 134 წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი დახ­ვდათ. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: შოთა ზან­დუ­კე­ლი, მარი წუ­ლა­ია, იო­ა­ნე როს­ტი­აშ­ვი­ლი, ან­დრო სო­ლო­მა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი იან­ქოშ­ვი­ლი, ალი­სა სა­ნა­კო­ე­ვა.

მარი წუ­ლა­ია ერთხელ უკვე იყო ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი. პრო­ფე­სი­ით ეკო­ლოგ­მა, ჩერ­ნო­ბილ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­დახ­დე­ნი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი მოგ­ვიყ­ვა. ამ­ბობს, რომ ქვე­წარ­მავ­ლე­ბით ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და და ამ მი­ზე­ზით 5 წელი, მე­გო­ბარ ალი­სას­თან ერ­თად, ზო­ო­პარკში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და.

- მარი, გუ­შინ თქვე­ნი ჯგუ­ფის გავ­რცე­ლე­ბულ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ვიდ­რე ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მინ­და, ქვე­წარ­მავ­ლებ­თან თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მოგ­ვიყ­ვეთ...

- ცხო­ვე­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ჯერ კი­დევ ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი დარ­ბოდ­ნენ, თა­მა­შობ­დნენ, მე ჭი­ან­ჭვე­ლებს და სხვა­დას­ხვა მწე­რებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. თან­და­თან ეს სიყ­ვა­რუ­ლი ინ­ტე­რეს­ში გა­და­ი­ზარ­და. ალ­ბათ 12 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც ზო­ო­პარ­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრში მი­ვე­დი. იქ უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე ბუ­ნე­ბა­ზე, ეკო­ლო­გი­ა­ზე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მა­შინ მივ­ხვდი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და რეპ­ტი­ლი­ე­ბი, მწე­რე­ბი და ობო­ბე­ბი. მა­ლე­ვე და­ვი­წყე მო­ხა­ლი­სე­ო­ბა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ეგ­ზო­ტა­რი­უმ­ში, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 5 წელი დავ­რჩი, ჩემს ახლო მე­გო­ბარ ალი­სას­თან ერ­თად. ზო­ო­პარ­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრში იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვქონ­და, რომ გვე­ლებ­ზე პრო­ექ­ტე­ბი გვე­კე­თე­ბი­ნა. პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ვი­გეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს შიშს, შიში კი აგ­რე­სი­ას, სწო­რედ ამის მსხვერ­პლე­ბი არი­ან გვე­ლე­ბი.

mari11111-50143-1708343293.webp

- ვიცი, რომ სახ­ლშიც გყავ­დათ გვე­ლი, დედა - მწე­რა­ლი ელის დოჯ­სო­ნი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წერ­და ხოლ­მე ამ თე­მა­ზე...

- და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, სახ­ლში რომ გვე­ლი მი­ვიყ­ვა­ნე. მინ­დო­და მქო­ნო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დავკვირ­ვე­ბო­დი, მას­თან დრო გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. რო­გორც სხვა ადა­მი­ა­ნებს ჰყავთ ძაღ­ლი და კატა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლე­ბად, ისე მყო­ლო­და მეც გვე­ლი. თა­ვი­დან დედა და­იბ­ნა, თუმ­ცა არ და­მი­შა­ლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში და­მიდ­გა, იცო­და, რო­გორ მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მიყ­ვარ­და ეს ცხო­ვე­ლი. მა­ლე­ვე მა­საც შე­უყ­ვარ­და. ქა­ლა­ქი­დან რომ გავ­დი­ო­დი, დედა აჭ­მევ­და, ას­მევ­და, უვ­ლი­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც პოს­ტავს ხოლ­მე ჩვენს სა­ინ­ტე­რე­სო ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე და ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნებს და­ა­ნა­ხოს, რო­გო­რი საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა ხში­რად ვხუმ­რობთ ხოლ­მე, რომ ნა­ხე­ვარ "ფე­ის­ბუქს" "და­ჰა­ი­დე­ბუ­ლი“ ვყა­ვართ, სწო­რედ ამ პოს­ტე­ბის გამო. იხილეთ სრულად

myquiz