"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ-იორკში ვარ... მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი" - მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებისკენ | Allnews.Ge

"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ-იორკში ვარ... მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი" - მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებისკენ

UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ამე­რი­კე­ლი ჰენ­რი სეჰუ­დო და­ა­მარ­ცხა. ეს დვა­ლიშ­ვი­ლის­თვის ზე­დი­ზედ მე-10 და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა. სე­ხუ­დო UFC-ის მე­სა­მე ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნია, რო­მე­ლიც მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა და­ა­მარ­ცხა. აქამ­დე მან ჟოზე ალ­დოს და პი­ტერ იან­საც მო­უ­გო. მე­რაბ­მა ნამ­დვი­ლი შოუ დად­გა და გა­მარ­ჯვე­ბა ემო­ცი­უ­რად იზე­ი­მა. ბრძო­ლას Facebook-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც ქარ­თველს პირ­ველ­მა მი­უ­ლო­ცა ეს გა­მარ­ჯვე­ბა.

"ჩემი ხალ­ხი ჩე­მით ია­მა­ყებს!" - ამ­ბობ­და დვა­ლიშ­ვი­ლი ბრძო­ლამ­დე და ეს მარ­თლაც მო­ა­ხერ­ხა. UFC-ის პრე­ზი­დენ­ტმა დანა უა­ით­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი შემ­დეგ ბრძო­ლა­ში ქამ­რის­თვის იჩხუ­ბებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ დვა­ლიშ­ვი­ლი, თო­ფუ­რი­ას შემ­დეგ, მე­ო­რე ქარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა, ვინც UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი გახ­დე­ბა. აქამ­დე მი­სას­ვლე­ად კი მებ­რძოლ­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა.

ვინ არის მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი?მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი 1991 წლის 10 იან­ვარს თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ა­ბა­და. არის შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის (MMA) მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იბ­რძვის აბ­სო­ლუ­ტურ საბ­რძო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ში (UFC).

დვა­ლიშ­ვი­ლი გა­ი­ზარ­და თბი­ლის­ში. ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ში მან და­ი­წყო ვარ­ჯი­ში ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში, სამ­ბო­სა და ძი­უ­დო­ში. 21 წლის ასაკ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და აშშ-ში და გახ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის მებ­რძო­ლი. მისი მწვრთნე­ლე­ბი არი­ან რეი ლონ­გო და მატ სერა.

2019 წელს დვა­ლიშ­ვილ­მა სამ­ბოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 68კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში და­ი­კა­ვა მე­ო­რე ად­გი­ლი. ის ფი­ნალ­ში რუს სტე­ფან კო­ბე­ნოვ­თან და­მარ­ცხდა.

მე­რაბს ამე­რი­კელ ჰენ­რი სეჰუ­დოს­თან ბრძო­ლამ­დე კა­რი­ე­რა­ში 16 მო­გე­ბა და 4 მარ­ცხი ჰქონ­და, ხოლო სე­ხუ­დო ამ და­პი­რის­პი­რე­ბას 16 მო­გე­ბი­თა და 3 მარ­ცხით შეხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­რაბს UFC-ში პირ­ვე­ლი ორი მარ­ცხის შემ­დეგ ზე­დი­ზედ 10 ბრძო­ლა აქვს მო­გე­ბუ­ლი.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის წარ­სუ­ლი"ვა­ნი­დან და­ვი­წყე და ახლა ნიუ იორკში ვარ“ - ეს ფრა­ზა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის კა­რი­ე­რულ გზას სა­უ­კე­თე­სოდ აღ­წერს. ალ­ბათ, აქამ­დე მხო­ლოდ ფი­ლემბში გვი­ნა­ხავს გმი­რე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა დი­ა­დი მიზ­ნე­ბის­თვის. მე­რა­ბის ის­ტო­რი­აც ფილ­მის სცე­ნარს ჰგავს.

2020 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ძმამ, მი­ხე­ილ დვა­ლიშ­ვილ­მა, UFC-ში მე­რა­ბის მე-5 ბრძო­ლის შემ­დეგ, ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ მის­მა ძმამ აქამ­დე მო­სას­ვლე­ლად ძნე­ლი გზა გა­ი­ა­რა. მე­რაბ­მა მა­შინ ამე­რი­კე­ლი ქე­ი­სი კენი და­ა­მარ­ცხა და 12 გდე­ბის შეს­რუ­ლე­ბით სუ­პერმ­სუ­ბუქ დი­ვი­ზი­ონ­ში რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz