მინი საზამთრო, რომლის მოყვანა აივანზეც შესაძლებელია | Allnews.Ge

მინი საზამთრო, რომლის მოყვანა აივანზეც შესაძლებელია

„თაგვის საზამთრო“ - ასე შეარქვეს პროდუქტს, რომელიც ევროპულ მარკეტებში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ეს არის მინი საზამთრო, რომელიც სულ რაღაც 3-5 სმ სიგრძისაა.

როგორც ცნობილია, პროდუქტს სახელი ინგლისელი მწერლისა და ილუსტრატორის ბეატრიქს პოტერის ზღაპრების თაყვანისმცემლებმა შეურჩიეს. ერთ-ერთი მისი პერსონაჟი, თაგვი პიკნიკს სწორედ მსგავსი ხილით აწყობს.

როგორც East fruit წერს, სინამდვილეში პროდუქტი მელოტრია, სულაც არ არის სათამაშო, ის გარეგნულად ჰგავს პატარა ზომის საზამთროს, რომელსაც კიტრის შიგთავსი აქვს. ხოლო, თუ მოსავლის აღება დაგვიანდა, ის მჟავე გემოს იღებს. მწარმოებლების თქმით, პროდუქტის მიღება შესაძლებელია როგორც ხილის სახით, ასევე დამარინადებულის.

cucamelonbc-85877-1708250394.jpg

დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტს ევროპის სუპერმარკეტებში ვერ მიაგნებენ, მისი მოყვანა პატარა ბაღსა და აივანზეც კი შეუძლიათ. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ის იზრდება როგორც კიტრი, რამდენიმე განსხვავებით. იხილეთ სრულად

myquiz