"მღრღნელები" -რას ამბობდა ნავალნი ქართველებსა და საქართველოზე წარსულში? | Allnews.Ge

"მღრღნელები" -რას ამბობდა ნავალნი ქართველებსა და საქართველოზე წარსულში?

რუსი დიქ­ტა­ტო­რის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა რუ­სეთ­ში ხში­რად აქ­ტი­ვის­ტე­ბის სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სია წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

16 თებერვალს ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია. 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა. თითქმის ერთი წელი კი - სასტიკ პირობებში, საჯარიმო იზოლატორებში.

download-1708163496.jpg

ნავალნის სიკვდილმა საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოწვია. საზოგადოების ნაწილი მას პუტინის სასტიკი რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევს, ნაწილს კი მიერ მიერ წლების წინ გაკეტებული განცხადებები ახსენდება. გთავაზობთ ნაწყვეტებს ნავალნის განცხადებებიდან.

რას ამბობდა ნავალნი ქართველებსა და საქართველოზე წარსულში?

2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს ალექსეი ნავალნიმ ულტრა ნაციონალისტური პოზიცია დაიჭირა. მან მხარი დაუჭირა რუსეთის არმიის მოქმედებებს და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას.

ნავალნი რუსეთის არმიას მოუწოდებდა, რაკეტები საქართველოს გენშტაბისთვის დაემიზნებინა. მან ქართველები [გრუზინები] გრიზუნებად მოიხსენია, რაც მღრღნელებს ნიშნავს.

2013 წელს, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ალექსეი ნავალნიმ ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას შეცდომა უწოდა, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიცია აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია.

“ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე “გრიზუნებად” (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებkremlin-critic-alexei-navalny-1708163524.pngები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები წლების განმავლობაში არ იმართებოდა თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე პასუხისთვის ახლა მზად არ ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?” – განაცხადა ნავალნიმ.

ამასთან, 10 თვის წინ ნავალნიმ Facebook-ზე შემდეგი პოსტი დაწერა:

„მინდა, ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე. მას არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრილვართ. მის გუნდში არავის ვიცნობ და არც არავინ მთხოვა ამ პოსტის დაწერა. ჩემდა სამარცხვინოდ, საკმაოდ მწირი წარმოდგენა მაქვს ქართულ პოლიტიკაზე და შეიძლება, რაღაც არასწორად ვთქვა. კიდევ უფრო მეტად, ჩემდა სამარცხვინოდ, რატომღაც იმ ფაქტის გავლენით, რომ ჩემი ამხანაგი ცხინვალში დაბომბვის ქვეშ იყო, 2008 წელს დავწერე პოსტი ქართველების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ეპითეტით. ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ვიცი, რომ ამ მხრივ ჩემს აზრს საქართველოში დიდი წონა არ აქვს. თუმცა, გადავწყვიტე დამეწერა, როგორც ადამიანმა და ქრისტიანმა, რადგან ძნელი საყურებელია. სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება და მთელი საქართველო იმისგან, რაც ცუდი ხდება და ამაში კარგი არაფერია მათთვისაც კი, ვისაც სურს, სააკაშვილის სიკვდილამდე ციხეში ყოფნა.

მჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს არის მაგარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაფერი კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და სად არ ხდება?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ეს გავლენას ახდენს ევროპულ არჩევანზე, გავლენას ახდენს განვითარებაზე, ამცირებს ნორმალური მომავლის შანსებს. ეს აქვეითებს მორალს და ავსებს ქვეყანას ბოროტებით“, – აღნიშნავს ნავალნი.

​როგორც ნავალნი წერს, ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები.

„გასაგებია, რომ დაპირისპირება სასტიკი და ემოციებით სავსეა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის ოპონენტებს აქვთ რაღაც დასამახსოვრებელი და შურის საძიებელი. აი, ამის თქმა მინდა. და მინდა მოწოდება, თუ ვინმე გაიგებს – არ არის საჭირო შურისძიება, ძალიან რომც გქონდეთ სურვილი. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს არის ჩიხური გადაწყვეტა, სტრატეგიულად არახელსაყრელი ყველასთვის. და სასტიკი. ჩვეულებისამებრ, ყველაფერი ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ყველას სურს შეინარჩუნოს სახე. ყველას უნდა აჩვენოს, რომ ვერ აჯობეს, პირიქით, მან აჯობა ყველას. მაგრამ ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები. ყოველივე ამის შემდეგ, ის არის ძალა.

სააკაშვილი ძალიან ავად არის და სიმულაციაზე ყველა საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე გამოწურავს ნებისმიერის ჯანმრთელობას და დიდი სისწრაფით. მისი პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, უფრო სწორი იქნებოდა.

ახლა ვნების კვირაა, შემდეგ კი – აღდგომის. კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე საქციელისთვის და ერის შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმისკენ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგას ეს ნაბიჯი ქრისტიანული გულმოწყალებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“, – აღნიშნულია ალექსეი ნავალნის ფეისბუქპოსტში.

myquiz