იცით, რატომ არ იყენებენ ფინეთში მეტალოპლასტმასის ფანჯრებს და რით ჩაანაცვლეს ისინი? | Allnews.Ge

იცით, რატომ არ იყენებენ ფინეთში მეტალოპლასტმასის ფანჯრებს და რით ჩაანაცვლეს ისინი?

როდესაც საუბარია ფანჯრების შეცვლაზე, ძირითადად მეტალოპლასტმასის ჩარჩოებს წარმოვიდგენთ ხოლმე. საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ფინეთში. ფაქტია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ თითქმის უარი თქვეს პლასტიკურ ჩარჩოებზე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს სრულყოფილი ფანჯრები. თითოეული ტიპის მასალას აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

fin3-1708072242.jpg

რა თქმა უნდა, მეტალოპლასტმასის ფანჯრებს არაერთი უპირატესობა აქვს: ის ძალიან ჰერმეტულია, ადვილი მოსავლელია, ასეთი ჩარჩოები გამოიყურება ესთეტიურად, უმაგრდება მწერებისგან დამცავი ბადეები, გარდა ამისა, პლასტმასის ფანჯრების დამზადება უფრო ადვილია.

თუმცა მას უარყოფითი მხარეებიც აქვს - ასეთი ფანჯრები არ სუნთქავს, მგრძნობიარეა მექანიკური ზემოქმედების მიმართ და გარდა ამისა, ძლებს არაუმეტეს 10 წლისა და ყველაზე ნაკლებად არის ეკოლოგიურად სუფთა.

რაც შეეხება ფინეთს, ამ ქვეყანაში ხე ყველაზე პოპულარული ვარიანტია. ასეთი ფანჯრების უპირატესობებს შორის არის ხანგრძლივი მომსახურების ვადა, ეკოლოგიურად სიფთა პროდუქტი და ზამთარში მონტაჟისა და შეკეთების შესაძლებლობა. იხილეთ სრულად

myquiz