8000 კალორია დღეში და ჟანგბადის ნიღაბში ძილი – სუმოს მებრძოლების ყოველდღიურობა, რომელიც გაგაოცებთ | Allnews.Ge

8000 კალორია დღეში და ჟანგბადის ნიღაბში ძილი – სუმოს მებრძოლების ყოველდღიურობა, რომელიც გაგაოცებთ

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მდებარეობს ბუდისტური ტაძარი, სადაც სუმოს ელიტა ვარჯიშობს. ამ ტიპის საბრძოლო ხელოვნება მე–15 საუკუნიდან გამოიყენება. სპორტსმენები დღეში 8000 კალორიას იღებენ და ჟანგბადის ნიღბებში იძინებენ, შემოხვეული ნაჭრით დადიან და ცდილობენ, მეტოქე რინგს გადაღმა გადააგდონ.

2024021317233585085-1707974232.jpg

მებრძოლები ყოველ დილით 3 საათის განმავლობაში ილეთებს ვარჯიშობენ, 10:30 საათზე, ვარჯიშის დასრულებისას, ავტოგრაფებს არიგებენ და ფოტოებისთვის პოზირებენ, როგორც ნამდვილი ვარსკვლავები. შემდეგ განრიგში პირველი კვებაა.

2024021317235485085-1707974241.jpg

სუმოს მებრძოლს სუმოტორს ან რიკისის (პროფესიონალური სუმოს მებრძოლი) უწოდებენ.

ნაადრევი სადილი, რომელსაც ტაძარში უმცროსი მებრძოლები ამზადებენ, მოიცავს წვნიანს ღორის ფეხებით, შემწვარ სარდინს, ორთქლზე მოხარშულ ბრინჯს და ქოთანში მომზადებულ ტიანკონაბეს (ბევრი ინგრედიენტისგან, ძირითადი, ცილოვანი პროდუქტებისგან შემდგარი კერძი).

2024021317251385085-1707974262.jpg

ამჯერად ბუდისტურ ტაძარში 11 ადამიანი ვარჯიშობს.

სადილის შემდეგ მებრძოლები რამდენიმე საათით იძინებენ ჟანგბადის ნიღბებში, რომ სუნთქვა გაუმარტივდეთ.

იხილეთ სრულად

myquiz