რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე | Allnews.Ge

რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე

ამ­ბო­ბენ, რომ სიყ­ვა­რულს აღ­სა­ნიშ­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღი არ სჭირ­დე­ბა, რომ ყო­ვე­ლი დღე ისე­დაც სიყ­ვა­რუ­ლი­საა, მაგ­რამ თუ გან­ვლილ დღე­ებს გა­დავ­ხე­დავთ და გულ­წრფე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ალ­ბათ, უმე­ტე­სის­თვის სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა ყვე­ლა დღე სიყ­ვა­რუ­ლის...

14 თე­ბერ­ვა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის დღეა. წყვი­ლე­ბის ნა­წი­ლი მას აღ­ნიშ­ნავს, ნა­წი­ლი - არა, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ამ დღეს ქუ­ჩა­ში მო­სე­ირ­ნე ბედ­ნი­ე­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის და­ნახ­ვა, ყვე­ლას ახა­რებს და აბედ­ნი­ე­რებს. ამ დღეს ყვე­ლა ვი­ჯე­რებთ, რომ დე­და­მი­წას ნამ­დვი­ლად სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს.

ყვე­ლა გზა რომ­ში მი­დის

p1070294-1024x683-42887-1707896843.jpg

ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი უძ­ვე­ლეს რო­მა­ულ წარ­მა­თულ დღე­სას­წა­ულს - ლუ­პერ­კა­ლი­ას უკავ­შირ­დე­ბა. მას რო­მა­ე­ლე­ბი თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

დღე­სას­წა­ულს ერო­ტი­კუ­ლი შტრი­ხე­ბი ახ­ლდა თან. სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბებს - ქალღმერთ იუ­ნო­ნა­სა და ღმერთ ფავ­ნის, ცხო­ვე­ლებს სწი­რავ­დნენ, მათი ტყა­ვის­გან კი მათ­რა­ხებს ამ­ზა­დებ­დნენ. ამ მათ­რა­ხე­ბით რო­მის ქუ­ჩებ­ში ქა­ლებს სცემ­დნენ და ამ ფორ­მით სახ­ლში "მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ“.

ძველ რო­მა­ე­ლებს სჯე­რო­დათ, რომ მათ­რა­ხით ნა­ცე­მი ქალი ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბო­და და ის ბევრ შვილს გა­ა­ჩენ­და.

ლუ­პერ­კა­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო და რომ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დე­გაც კი აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მხო­ლოდ ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც რო­მის პაპი გე­ლა­სი­უს პირ­ვე­ლი გახ­და, ლუ­პერ­კა­ლია აიკ­რძა­ლა. ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე, კა­თო­ლი­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ 14 თე­ბერ­ვა­ლი წმინ­და მო­წა­მე ვა­ლენ­ტი­ნის დღედ გა­მო­ა­ცხა­და.

კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი ნოელ ლენ­სკი თვლის, რომ რო­მის პაპ­მა ლუ­პერ­კა­ლი­ას ნაც­ვლად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ა­წე­სა და ამით წარ­მარ­თულ აღ­ნიშ­ვნას ბოლო მო­უ­ღო.

ვინ იყო წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნი?

saintvalentine-56004-1707896857.jpg

ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით მსოფ­ლი­ო­ში 10 800-ზე მეტი წმინ­და­ნი არ­სე­ბობს, მათ­გან 30-ზე მეტს ვა­ლენ­ტი­ნი ჰქვია და 30-მდეს ვა­ლენ­ტი­ნა. მათ­გან სამი წმინ­და­ნია, რომ­ლებ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღის აღ­ნიშ­ვნა უკავ­შირ­დე­ბათ.

სა­მი­ვე ვა­ლენ­ტინს ერ­თმა­ნეთ­თან ბევ­რი სა­ერ­თო აქვს, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის მი­ხედ­ვით კი, ისი­ნი, შე­საძ­ლოა, ერთი და იგი­ვე პერ­სო­ნე­ბი იყ­ვნენ.

სა­მი­ვე მათ­გა­ნი მო­წა­მე იყო, სა­მი­ვე რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა კლავ­დი­უს­მა მო­აკ­ვლე­ვი­ნა მე­სა­მე სა­უ­კუ­ნე­ში და სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მი­ვე 14 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა წელს. იხილეთ სრულად

myquiz