5 დაბალ ბიუჯეტური საჩუქარი, რომელიც ვალენტინობის დღისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ
ვალენტინობის დღე არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დიდი ხარჯები უნდა გაიღოთ. ჯერ კიდევ არსებობს უამრავი გზა, საყვარელ ადამიანთან ერთად დროის საინტერესოდ გატარების, თანაც, დიდძალი დანახარჯების გარეშე.
წარმოგიდგენთ ექვს მარტივ ფინანსურ რჩევას, რათა დაზოგოთ ფული ვალენტინობის დღისთვის:
1. მოამზადეთ კერძი სახლში, გაატარეთ რომანტიული საღამო ერთად
ვალენტინობის დღეს, როგორც წესი, რესტორნებს წყვილებისთვის სპეციალური შეთავაზებები აქვთ. თუმცა, თუ ესეც გეძვირებათ, შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანს სახლში მომზადებული კერძით გაუმასპინძლდეთ. არაფერი სჯობს, ჭიქა ღვინოსთან და სასიამოვნო მუსიკასთან ერთად გატარებულ დროს, რომელიც მხოლოდ თქვენ გეძღვნებათ. კერძი შეგიძლიათ ერთადაც მოაზადოთ. პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო იქნება.
2. გააკეთეთ ხელნაკეთი საჩუქრები
იფიქრეთ შემოქმედებითად. ხელით შექმნილი პერსონალური საჩუქარი შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იყოს, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა ვალენტინობის დღისთვის არის ხელნაკეთი ბარათის, ან პერსონალიზებული ჩარჩოს ფოტოს გაკეთება. ლექსის დაწერა საყვარელი ადამიანისთვის და ა.შ.
3. თვალი ადევნეთ ფასდაკლებებს და ვაუჩერებს
ფასდაკლებით სარგებლობა არის ფულის დაზოგვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა. ასე რომ, თუ ვალენტინობის დღისთვის საჩუქრების ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადახედეთ ფასდაკლებებს. ზოგიერთი ბიზნესი აწარმოებს სპეციალურ შეთავაზებებს ან ფასდაკლებას წყვილებისთვის ვალენტინობის დღისთვის. იხილეთ სრულად