რა იყო სტალინის უკანასკნელი და ყველაზე უცნაური ბრძანება? - იდუმალებით მოცული ამბავი, რომელიც დღემდე საიდუმლოდ რჩება | Allnews.Ge

რა იყო სტალინის უკანასკნელი და ყველაზე უცნაური ბრძანება? - იდუმალებით მოცული ამბავი, რომელიც დღემდე საიდუმლოდ რჩება

მკვლევარებს ბევრი კითხვა უჩნდებათ როდესაც სტალინის იმ ბოლო ბრძანებას განიხილავენ, რომელიც მან საკუთარი დაცვის წევრებს მისცა. ეს გახლდათ ატიპიური საქციელი ისეთი ლიდერისგან, რომელსაც ყველაფერში წესრიგი უყვარდა. საიდუმლო არავისთვის იყო რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სტალინი თავის სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობდა, სადაც უსაფრთხოების დონე ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო მცველების თვალსაზრისით კრემლისასაც კი არ ჩამოუვარდებოდა.

გარდაცვალების წინა დღეს სტალინი თავს კარგად გრძნობდა. თანამედროვეთა და პირადი ასისტენტის თქმით, ის მხიარული და ხალისიანიც კი იყო. იმ დღეს მის სანახავად მალენკოვი, ბერია, ხრუშჩოვი და ბულგანინი მივიდნენ. მათთვის საგანგებოდ ღვინოც კი იყო შეკვეთილი.

2023022719584886669-1707560250.png

სტალინის პირადი თანაშემწის ლოგაჩოვის თქმით, სტუმრები მხოლოდ დილისკენ დაიშალნენ. რეზიდენციაში ასევე იმყოფებოდა პირადი დაცვა და დიასახლისი ბუტუსოვა.

გვიან ღამემდე სტალინის ოთახში არავინ შესულა. მოგვიანებით კი ის საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ექსპერტების აზრით, სტალინი მოწამლეს. ის რომ ის დაცვას უშვებდა მხოლოდ ხრუსტალიოვს ჰქონდა გაგებული, ამიტომ ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ სტალინს ასეთი სიტყვები საერთოდ არ უთქვამს.

ისტორიკოსს კოსტინის ვერსიით, რომელიც მის წიგნშია გადმოცემული, ბერიას ბრძანებით თავად ხრუსტალიოვმა ჩაასხა წყლის ბოთლში ნელი მოქმედების შხამი. კიდევ ერთი არგუმენტი ამ ვერსიის სასარგებლოდ ხრუსტალიოვის უეცარი სიკვდილი გახლდათ. სრულიად ჯანმრთელი სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოს თანამშრომელი მოულოდნელად გაურკვეველი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

2023022720023486669-1707560338.png

სტუმრების გაცილების შემდეგ, სტალინმა თითქოსდა დაცვის წევრებს დასაძინებლად წასვლა უბრძანა, უთხრა რა რომ ისინი თავისუფლები იყვნენ ვინაიდან მათ საჭიროებას ვერ ხედავდა. სტალინის ბრძანება უჩვეულო იყო, თუმცა დაცვამ მისი დაუმორჩილებლობა ვერ გაბედა და დასაძინებლად გაემართა. სტალინი რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის გარეშე სრულიად დაუცველი იყო.

სტალინის გარდაცვალება დღემდე არაერთ კითხვას ბადებს და ისეთი განცდა იქმნება რომ ამ კითხვას პასუხი კიდევ დიდი ხანი ვერ გაეცემა.

წყარო