"ბავშვობა არ მქონია, 13 წლისა უკვე ვმუშაობდი" - მაილი საირუსის წარმატების გზა, გარდასახვა და რთული მომენტები
ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი პოპულარული ახალგაზრდულ სერიალში "Hannah Montana" და მელოდრამაში "The Last Song" შესრულებული მთავარი როლების შემდეგ გახდა. ასევე, მას ეკუთვნის ცნობილი ალბომები: "Breakout", "The Time of Our Lives", "Can’t Be Tamed" და სხვა. მაილი სიმღერისთვის "I Thought I Lost You" ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. Kids' Choice Awards-ის ექვსგზის გამარჯვებული და Teen Choice Awards-ის 19-გზის გამარჯვებულია.
მიუხედავად დიდი აღიარებისა და უამრავი გულშემატკივრისა, მაილი საირუსმა "გრემის" ჯილდო პირველად ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მისი სიმღერა - Flowers, წლის საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. სიმღერის შექმნას წინ მაილი საირუსის პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო ფაქტები და იმედგაცრუებები უძღოდა. 31 წლის მომღერალი სკანდალის ეპიცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. დღეს მის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით:
მაილი საირუსი ბავშვობაში
მაილი საირუსი 1992 წლის 23 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატში, ნეშვილში დაიბადა. მისი მამა ცნობილი ქანთრი-მომღერალი ბილი რეი საირუსია, დედა კი მსახიობი - ლეტისია ჯინ საირუსი. მაილის დედას წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა, რომლებიც ბილი რეი საირუსმა იშვილა და საკუთარ შვილებთან ერთად აღზარდა. წყვილს, მაილის გარდა, კიდევ 2 საერთო შვილი - ვაჟი, ბრეისონი და გოგონა ნოა შეეძინა. ახალგაზრდა ვარსკვლავს კიდევ ერთი ნახევარძმა ჰყავს, მამის მხრიდან, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, დედასთან, კრისტინ ლაკისთან გაიზარდა.
მაილის და-ძმებმაც საკუთარი მომავალი შოუბიზნესს დაუკავშირეს. ზოგი მუსიკალურ ინდუსტრიაშია, ზოგი სამსახიობო და სამოდელო სფეროში. ერთ-ერთი მათგანი კი ჟურნალისტია.
მაილი საირუსი მშობლებთან და და-ძმებთან ერთად
როდესაც ბილი რეი საირუსი და ლეტისია ჯინ საირუსი დაქორწინებას აპირებდნენ, ბილის საკუთარმა აგენტმა ოჯახის შექმნა არ ურჩია და უთხრა, რომ კომერციულად წამგებიანი იქნებოდა. 1993 წლის 28 დეკემბერს, ქალიშვილის დაბადების შემდეგ, წყვილი ფარულად მაინც დაქორწინდა. იხილეთ სრულად