ანტიკვარული და უძვირესი ფაიფურის ჭურჭლით კოლექციონერმა საკუთარი სახლი მოაპირკეთა - მას არ სურდა, ეროვნული განძი ქვეყნის გარეთ გასულიყო
საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ვიეტნამის ერთ-ერთ მოკრძალებულ სოფელში - ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე ანტიკვარული ფაიფურის კოლექციის შეგროვებაში გაატარა, დაახლოებით 13 ათასი ნივთის შეგროვების შემდეგ, გადაწყვიტა მათ uუკვდავყოფაზე ეზრუნა და არც მეტი, არც ნაკლები, ამ ჭურჭლით საკუთარი სახლი მოაპირკეთა. ახლა მის სახლს, ყველა ოთახს და ეზოსაც კი ანტიკვარული თეფშები და ფიალები ამშვენებს.
ვიეტნამი იდუმალი ქვეყანაა ეგზოტიკური ბუნებით, საუკეთესო პლაჟებით, და სხვადასხვა საოცრებით, რომლებიც როგორც ბუნებრივ გარემოს, ისე საინტერესო ტრადიციებს უკავშირდება. ეს ქვეყანა უძველესი დროიდანაა განთქმული ფაიფურის უმაღლესი დონის პროდუქტებით. ამ ქვეყანაში დღემდე დახვეწილი შედევრები კეთდება, თან ხელით და იმ ხელოსანთა მიერ, რომლებსაც საკუთარი ტექნოლოგიები აქვთ შემუშავებული და მომავალ თაობებს გადასცემენ.
ვიეტნამში ბევრი თანამედროვე ფაიფურის ქარხანაა, თუმცა ამ ქვეყანაში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები მთელ მსოფლიოში ძალიან ფასეულია. ქვეყანას ტურისტებიც უხვად სტუმრობენ, რათა საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ კეთდება მართლაც უნიკალური ნივთები. იხილეთ სრულად