კორეული გათბობის უძველესი სისტემა - თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა | Allnews.Ge

კორეული გათბობის უძველესი სისტემა - თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა

მსოფლიოს თითოეულ რეგიონს, სადაც ცივი ზამთარია, საცხოვრებლის გათბობის საკუთარი ტრადიციული მეთოდები აქვს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ესაა ბუხრები. აი, კორეაში ონდოლი, თბილი იატაკები. კორეული მეთოდი სახლში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად რთულად დაგეგმილი, მაგრამ საოცრად ეფექტურია. გათბობის სისტემა ონდოლი კორეის ეროვნულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებულია.

ერთ დროს ონდოლს იყენებდნენ იმპერატორთა და დიდგვაროვანთა სასახლეებში. დღემდე სამუზეუმო კომპლექსებში სეირნობისას შეგიძლიათ დაინახოთ პატარა ხვრელები შენობის კედლებში. ასევე ყველა სახლში არის ცალკე ოთახი, სადაც დიდი ღუმელის გარდა სხვა არაფერია. ეს ყველაფერი გათბობის სისტემის ნაწილებია, რომელსაც უძველესი ისტორია აქვს.

2023121117223885085-1706955878.jpg

ონდოლის გათბობის სისტემა პირველად ჩვ.წ.აღ–მდე 500 წელს გამოჩნდა ჩრდილოეთ ოქჩოს კორეის მიწებზე სამი სახელმწიფოს პერიოდში. ჩვ.წ–ით მე–5 საუკუნეში ასეთი ღუმელები უკვე გამოიყენებოდა კორეის ნახევარკუნძულზე. მეცნიერები თვლიან, რომ ეს უძველესი გათბობის სისტემა და პირველი "იატაქვეშა გათბობაა" კაცობრიობის ისტორიაში.

2023121117225485085-1706955894.jpg

ონდოლის ღუმელებს შენობის პარალელურად აშენებდნენ. ჯერ კიდევ საძირკვლის ჩადების ეტაპზე შენობის იატაკქვეშ აგებდნენ გვირაბებს და მათში დიდ ქვებს ათავსებდნენ. გვირაბები დაკავშირებული იყო ღუმელთან, რომელიც საკვების მოსამზადებლად ან მხოლოდ გათბობისთვის შეიძლება გამოყენებულიყო. საიმპერატორო სასახლეებში ღუმელებისთვის გამოყოფილი იყო სპეციალური ოთახები ქუჩიდან ცალკე შესასვლელით, რომ შეშის მიტანა გამარტივებულიყო. იხილეთ სრულად