იცით, რატომ არის თვითმფრინავის ფანჯრები მრგვალი და რა დანიშნულება აქვს ილუმინატორის ქვევით მდებარე პატარა ხვრელს? | Allnews.Ge

იცით, რატომ არის თვითმფრინავის ფანჯრები მრგვალი და რა დანიშნულება აქვს ილუმინატორის ქვევით მდებარე პატარა ხვრელს?

ილუმინატორის მომრგვალებული ფორმა უკვე იმდენად ჩვეული გახდა, რომ კითხვებსაც კი აღარ ბადებს, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. გასული საუკუნის შუა პერიოდის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ თვითმფრინავები კვადრატული ან მართკუთხა ფანჯრებით, რომლებიც სარკმელს უფრო წააგავდა. ავიაციის განვითარების იმ ეტაპზე ეს იყო სტანდარტი, თუმცა დროთა განმავლობაში ფრენის სიმაღლე და სიჩქარე გაიზარდა, თვითმფრინავის კორპუსი კი სულ უფრო მეტ დატვირთვას განიცდიდა, რის გამოც ლითონმა დაზიანება უფრო სწრაფად დაიწყო.

სამწუხაროდ, ინჟინრებს რამდენიმე ტრაგიკული მოვლენა დასჭირდათ იმისთვის რომ თვითმფრინავის ფანჯრების დიზაინისთვის ახლებურად შეეხედათ. ეს იყო 1950-იან წლებში, როდესაც კომერციულმა ავიალაინერებმა ზრდა დაიწყეს, თუმცა ამავდროულად ჰაერში დაშლაც. 1950-იანი წლების დასაწყისში ბრიტანულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია "de Havilland"-მა წარმოადგინა რეაქტიული ავიალაინერი სახელად "კომეტა".

2024013120202786669-1706768540.jpg

თვითმფრინავი, ავიაციის ნამდვილ სასწაულად ითვლებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის ჰაერში ნაწილებად დაიშალა. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე განმეორდა კომპანიის კიდევ ორ თვითმფრინავთან დაკავშირებით. ინჟინრებმა თვითმფრინავის თითოეული ხრახნის დიაგნოსტიკა ჩაატარეს და პრობლემაც აღმოაჩინეს.

2024013120205086669-1706768554.png

კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის კვადრატული ფანჯრები აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ფანჯრების კუთხეებზე დიდი დატვირთვა მოდის, რომელიც ფრენის დროს კიდევ უფრო იზრდება. ინჟინრებმა პრობლემა ფანჯრების კუთხეების დამრგვალებით გადაჭრეს. ამის წყალობით, ფრენა ახლა უკვე ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა.

1950-იანი წლისთვის "DeHavilland Comet"-ის მსგავსი თვითმფრინავები თავის წინამორბედებთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად და მაღლა დაფრინავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე რეისის შესრულებისა და წნევის მრავალჯერადად მომატების შემდეგ, ეს კვადრატული ფანჯრები პრაქტიკულად წნევისგან იშლებოდა.

მომრგვალებულ ფანჯრებს კი შეუძლიათ თანაბრად გაანაწილონ წნევა, მრგვალი ფანჯრის ფორმები დეფორმაციის მიმართაც ასევე უფრო ძლიერი და მდგრადია, რაც მათ საშუალებას აძლევს გაუძლოს წნევის განმეორებით ცვლილებას როგორც თვითმფრინავის შიგნით, ასევე გარეთაც.

ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ თქვენსა და თვითმფრინავის გარე ნაწილს შორის არის აკრილის (არა მინის) რამდენიმე ფენა. ეს ფენები უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ამინდის პირობებისგან, როგორიცაა წვიმა, ქარი და ნისლი.

2024013120282686669-1706768618.jpg

ის თუ იცით რა მნიშვნელობის მატარებელია ილუმინატორის ქვევით მდებარე ეს პატარა ხვრელი?

მას "გამწოვს" უწოდებენ, რომელიც დაცვის კიდევ ერთ დონეს ქმნის, რაც ხელს უწყობს ბორტზე ჰაერის წნევის შენარჩუნებას შედარებით მუდმივ დონეზე, გარდა ამისა ის ასევე საშუალებას აძლევს ჰაერს გაიაროს ფანჯრის სხვადასხვა ფენაშიც.

წყარო

myquiz