ლუი ანდერსონის მამა ცოლ-შვილს სცემდა და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო - სევდიანი სიმართლე სახალისო ანიმაციის მიღმა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის | Allnews.Ge

ლუი ანდერსონის მამა ცოლ-შვილს სცემდა და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო - სევდიანი სიმართლე სახალისო ანიმაციის მიღმა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ალბათ ყველას გახსოვთ პოპულარული მულტფილმი- Life with Louie, რომელიც წლების წინ ყოველ დილით გადიოდა და ბავშვების უსაყვარლეს ანიმაციას წარმოადგენდა. ის ამერიკაში 1994-94 წლებში გამოვიდა.

მულტფილმი ეფუძნება კომიკოს ლუი ანდერსონის ბავშვობას, რომელიც ოჯახთან ერთად უისკონსინში იზრდებოდა. ანიმაციურ გმირ ლუის თავად ლუი ანდერსონი ახმოვანებდა... აღნიშნული შესრულებისთვის კომიკოსმა ორი ემის ჯილდოც დაიმსახურა.

louie-anderson-life-with-louie-73cae2e080684cd09007cb4b70cd14f0-1706599174.jpg

დღევანდელ სტატიაში არა ლუიზე, არამედ მის მამაზე მოგიყვებით, რომელიც მულტფილმის პერსონაჟისგან საკმაოდ განსხვავებული პიროვნება იყო. როგორც აღმოჩნდა, უჩვეულო იუმორით გამორჩეულ ენდის საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, რაც მის ოჯახთან ურთიერთობაზე დრამატულად აისახა.

mv5bzji1odu3mjytmgu4os00n2zkltgyoditngfjmdblotg0mmezxkeyxkfqcgdeqxvyntc0njy1odk-1706599218._V1_.jpg

რეალურ ცხოვრებაში ენდი ანდერსონი, რომელსაც სინამდვილეში შვილის მსგავსად ლუი ანდერსონი ერქვა, ომის ვეტერანი იყო. სამხედრო სამსახურის შემდეგ ის ორ სამსახურში მუშაობდა საკმაოდ დაბალ ანაზღაურებაზე. ამის გამო დროთა განმავლობაში ალკოჰოლის სმა დაიწყო. მან ომში ბევრი მეგობარი დაკარგა და ძალიან ბევრი ცუდი რამ ნახა, რამაც მის ფსიქიკაზეც იმოქმედა.

ლუი იხსენებდა, რომ მამამისი მუდმივად დაღლილი იყო და ამის გამო მუდამ ცუდ ხასიათზე იყო. მისი თქმით, ოჯახში პრობლემები მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც მამამისი ალკოჰოლს სვამდა. სხვა დროს კი, მამამისი საკმაოდ ნორმალური ადამიანი იყო.

ლუი ანდერსონის თქმით, მამამისს მასზე ფიზიკურად არასოდეს უძალადია, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ის დედამისზე და უფროს და-ძმებზე ძალადობდა. ასევე ხშირად დასცინოდა ლუის წონის გამო, დილით ხშირად აღვიძებდა და ვარჯიშს აძალებდა.

ლუი იხსენებდა, რომ დედამისი, ლორა ანდერსონი მუდმივად იცავდა შვილებს და ცდილობდა ისინი კონფლიქტური გარემოდან აერიდებინა.

10503677-web1-dad-and-mom-1706599944.webp

ლუის მშობლები- ლუი და ლორა ანდერსონები

ლუი ჰყვებოდა, რომ დედამისი ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებდა და ამით ცდილობდა ბავშვების გახალისებას. ხშირად ლუისთვის გემრიელი საჭმელები რეალობისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იყო და მოგვიანებით, წონაში მატებას სწორედ ამ გარემოებას უკავშირებდა.

e4us-xcuyaexsgo-1706599957.jpg

ლუი უილიამ ანდერსონი უფროსი

ლუიმ მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო, რომ მამამისს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა და აღნიშნა, რომ მან ათჯერ უფრო მძიმე ცხოვრება გაიარა, ვიდრე თავად ჰქონდა.

როგორც ის ჰყვება ლუი ანდერსონი უფროსი (მულტფილმში ენდი ანდერსონი) ბავშვობაში ოჯახიდან წამოიყვანეს დასთან ერთად და გააშვილეს. 50 წელზე მეტი და-ძმა ერთმანეთს ვერ პოულობდა. მოგვიანებით კი, ამ ყველაფერს ჯარში გატარებული მძიმე წლები დაემატა. ლუის მამა 70-იან წლებში გარდაიცვალა.

11043036-10153266039988267-7477071576770078587-n-1706599423.jpg

ანდერსონების ოჯახი

მოგვიანებით ლუიმ მამაზე წიგნიც დაწერა. მიუხედავად ყველაფრისა, მან მამამისს ძალადობა აპატია. რამდენიმე წლის წინ მან პოსტიც კი დაწერა, სადაც მამას მამების საერთაშორისო დღეს ულოცავდა.

11-1706599451.png

ლუი 2022 წელს დაიღუპა. მსახიობი, 68 წლის ასაკში სიმსივნით ლას-ვეგასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ოჯახი არასოდეს შეუქმნია და შთამომავლობა არ დარჩა.

mv5boddkyjnhntqtnjvjzc00nwrklwfmy2mtmzm2mjjly2y5mzfjxkeyxkfqcgdeqxvymtkxnjuynq-1706599491._CR73,154,2475,1392_QL75_UY281_CR0,0,500,281_.jpg

myquiz