რა მოხდა სკოლაში, სადაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მხოლოდ წყლის დალევის უფლება მისცეს? | Allnews.Ge

რა მოხდა სკოლაში, სადაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მხოლოდ წყლის დალევის უფლება მისცეს?

ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე საგრაფო სომერსეტში დაწყებით სკოლებში მოსწავლეებს მხოლოდ ონკანის წყლის დალევის უფლება აქვთ. ბავშვებს ეკრძალებათ სახლიდან სხვა ტიპის სასმელის სკოლაში მიტანა. საგაკვეთილო პროცესში ვერც წვენს, ვერც გამაგრილებელ სასმელს და ვერც კომპოტს დალევენ.

ინიციატივა სომერსეტის მმართველ საბჭოს ეკუთვნის, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ სასკოლო დღის განმავლობაში მათთვის სასურველი სასმელი მხოლოდ წყალი იყოს.

„წყლის სკოლების“ პროექტი, რომელსაც სომერსეტის საბჭო ხელმძღვანელობს, ბრიჯვატერის კოლეჯის აკადემიაში, დაწყებითი სკოლების განყოფილებაში საცდელად დაინერგა.

132369455-screenshot2024-01-19at163756-1705898632-1706260056.png.webp

პროექტი გულისხმობს, რომ მოსწავლეები სკოლაში სვამენ მხოლოდ ონკანის წყალს და მშობლები არ ატანენ წვენებს ან სხვა სასმელს სახლიდან.

სომერსეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელმა, პეტსის ტემპლმა განაცხადა, რომ ამით სკოლაშივე, ადრეულ ასაკში შეიძენენ ბავშვები ჯანსაღი კვების ჩვევებს. იხილეთ სრულად