ამ ხრიკებით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ | Allnews.Ge

ამ ხრიკებით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩრდილოეთის ქვეყნებთან შედარებით ძალიან ცივი ზამთრით არ გამოირჩევა, ხშირად ჰაერის ტემპერატურა ჩვენ ქვეყანაშიც საკმაოდ ეცემა. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გათბობის საკითხი უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სახლში სითბოს შენარჩუნებაში და, ამასთან, დაგიზოგავთ გათბობასთან დაკავშირებულ თანხებს.

ფოლგა რადიატორებთან

2017010513302646204-1-1705909961.jpg

რადიატორების მიერ გამოყოფილი სითბოს გარკვეული ნაწილის ნეიტრალიზება ხდება სიცივით, რომელიც კედლიდან აღწევს. ამიტომ, მიაწებეთ კედელზე ფოლგა ისე, რომ ოდნავ აჭარბებდეს რადიატორის ზომას. ამ ხერხით ბინაში ტემპერატურას 2-3 გრადუსით გაზრდით.

ფანჯარა ზამთრის რეჟიმზე გადაიყვანეთ

2017010513312546204-1705910194.jpg

ხშირად თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრებმაც შეიძლება გაატაროს სიცივე. ამიტომ შეამოწმეთ, დარეგულირებულია თუ არა ფურნიტურა და სწორად არის თუ არა დაყენებული ფანჯრის მოჭერის რეჟიმი (როგორც წესი, მემონტაჟეები ზაფხულის რეჟიმზე აყენებენ.

ეს ხერხი დამატებით 1-2 გრადუსით გაზრდის სითბოს.

ამოქოლეთ ღრიჭოები

man-restoring-wood-window-1705910058.webp

თუ ძველი ხის ფანჯრების შეცვლას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ მაქსიმალურად მოახდინოთ მათი ჰერმეტიზება. ღრიჭოების ამოსაქოლად სილიკონის ქაფი გამოიყენეთ და წებოვანი ქაღალდი გადააკარით.

მზიან ამინდში აუცილებლად გადაწიეთ ფარდები

2017010513323746204-1705910234.jpg

მზიან ამინდში აუცილებლად გადაწიეთ ფარდები, რათა მზის შუქი მაქსიმალურად შემოვიდეს. მაგრამ როგორც კი მზე ჩასვლას დაიწყებს, ფანჯარა აღარ უშვებს სახლში სითბოს, პირიქით, ხელს უწყობს ოთახის გაცივებას. ამიტომ ამ დროს ფარდა აუცილებლად ჩამოაფარეთ, თან რაც უფრო სქელი ქსოვილის იქნება, მით უკეთესი.

რადიატორთან ახლოს არ დადოთ დიდი ზომის ავეჯი

r3jdmpbgfkqmybqmwqfuwf-1200-80-1705910404.jpg

ზამთარში შეეცადეთ რადიატორთან ახლოს არ დადოთ დიდი ზომის ავეჯი, რათა ხელი არ შეუშალოს სითბოს გავრცელებას. კარადები კი, ამ დროს უმჯობესია ცივი კედლების გასწვრივ დაიდგას.

წყარო

myquiz