ემილია კლარკის ნაკლებად ცნობილი ცხოვრება კადრს მიღმა- ბულინგი და მძიმე დიაგნოზი Game of Thrones-ის გადაღებებისას
ემილია კლარკი ცნობილი ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობია. მსოფლიო პოპულარობა მას შემდეგ ეწვია, რაც ლეგენდარულ სერიალში "სამეფო კარის თამაშები" დეინერის როლი ითამაშა. ქერათმიანი ხალესის იმიჯი ხსნა აღმოჩნდა გოგონასთვის, რომელიც სამსახიობო კარიერაზე ოცნებობდა. იქამდე კი იძულებული იყო ემუშავა მიმტანად და ქოლცენტრის ოპერატორადაც კი. ფილმის გამოსვლის შემდეგ ემილია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი და ყველაზე სასურველი ქალი მსოფლიოში.
ბავშვობა და ახალგაზრდობა
ემილია კლარკი (სრული სახელი Emilia Isobel Euphemia Rose Clarke) დაიბადა ხმაურიან ლონდონში 1986 წლის 23 ოქტომბერს. მართალია, მომავალი ვარსკვლავის ბავშვობამ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან შორს გაიარა, ის დღესაც სითბოთი იხსენებს იმ წლებს.
ბავშვობაში ემილიას უყვარდა ლამაზი კაბების ჩაცმა და გამუდმებით სარკის წინ ტრიალებდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივ ოჯახში, მამა უბრალო მუშა იყო, დედა კი პატარა კომპანიის თანამშრომელი. მოგვიანებით მშობლებმა წარმატებას მიაღწიეს ცხოვრებაში. დედა ბიზნესმენი გახდა და მამა კი თეატრში ხმის ინჟინერი. ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ემილიას თეატრი განსაკუთრებულად უყვარდა, სხვაზე არაფერზე ოცნებობდა გარდა მსახიობობისა.
სკოლაში დასცინოდნენ გოგონას გამორჩეული გარეგნობის გამო. განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ მისი წარბების უჩვეულო ფორმას, რომელიც ინდური ფესვების გამო ჰქონდა. კომპლექსებმა ხელი არ შეუშალა ემილიას ოცნების ასრულებაში და სასწავლებლად ლონდონის დრამატულ ცენტრში მივიდა. სწორედ იქ დაიწყო თავისი კარიერა მსოფლიო კინოს ბევრმა ვარსკვლავმა. მალე კლარკი მთელი თეატრის დასის საყვარელ მსახიობად იქცა. აძლევდნენ წამყვან როლებს, რეჟისორები იბრძოდნენ მისთვის, რათა სპექტაკლში მიეწვიათ. სატალევიზიო დებიუტი 2009 წელს ჰქონდა, მაგრამ წარუმატებლად. ამის შემდეგ მსახიობმა ჰოლივუდის დაპყრობა გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.
აშშ-ში ცხოვრება ადვილი არ აღმოჩნდა. კინოში შეღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორმე უნდა ეცხოვრა. ამისთვის მსახიობმა ბევრი სამსახური გამოიცვალა. მუშაობდა მიმტანად, ქოლცენტრის ოპერატორად, რათა ბინისა და აგენტის მომსახურების თანხა გადაეხადა, რომელიც აქტიურად ეძებდა მისთვის როლებს. ერთ დღეს გოგონას იღბალმა გაუღიმა. აგენტმა დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ მოსულიყო გასაუბრებაზე. პროდიუსერებს ძალიან მოეწონათ ემილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობა ნამდვილად არ აკმაყოფილებდა როლის საჭიროებებს, მაინც აიყვანეს. ასე გახდა უცნობი ბრიტანელი მსახიობი დეინერის ტარგარიენი.