იცოდით, რომ რობინზონ კრუზოს ისტორია ნამდვილ ამბავს ეფუძნება? - ვინ იყო მოგზაური, რომელმაც უკაცრიელ კუნძულზე წლები გაატარა? | Allnews.Ge

იცოდით, რომ რობინზონ კრუზოს ისტორია ნამდვილ ამბავს ეფუძნება? - ვინ იყო მოგზაური, რომელმაც უკაცრიელ კუნძულზე წლები გაატარა?

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რობინზონ კრუზოს საოცარი თავგადასავალი არ სმენია. ის მწერალ დანიელ დეფოს რომანების მთავარი გმირია. დეფომ წიგნი 1719 წელს გამოსვა. წიგნის მიხედვით არაერთი ეკრანიზაცია არის გადაღებული.

მკითხველტა უმეტესობა ფიქრობს, რომ რობინზონ კრუზოს ფათარაკებით სავსე ცხოვრება მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა დგინდება, რომ მას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ის დაფუძნებულია რეალურ პერსონაჟზე, თან მხოლოდ ერთზე არა.

2024011015523889693-1705558540.jpg

ვინ იყო რობინზონის პროტოტიპი და როგორ განვითარდა მოვლენები სინამდვილეში?

პოპულარული ვერსიით, შოტლანდიელი მოგზაური ალექსანდრე სელკირკი გახდა დანიელ დეფოს შემოქმედებითი ინსპირაცია და რობინზონ კრუზოს პროტოტიპი. ნაწარმოების ავტორი ამტკიცებდა, რომ უდაბურ კუნძულზე გადარჩენის ამბავი მან პირადად ალექსანდრესაგან გაიგო.

2024011017003289693-1705558642.jpg

სელკირკი ინგლისის სამეფოს სამსახურში მყოფი მეკობრე იყო. ალექსანდრე დაიბადა ფეხსაცმლის მწარმოებლის ვაჟად, მაგრამ უარი თქვა მამის ხელობაზე, სახლიდან გაიქცა და მსოფლიოს გარშემო მოხეტიალე გახდა. 1703 წელს, 23 წლის ასაკში, მამაკაცი ჩაეწერა კერძო ექსპედიციის წევრებში სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზე.

გზაში ალექსანდრემ იკამათა გემის "სენკ პორის" კაპიტანთან თომას სტრედლინგთან. ალექსანდრემ გემის შეკეთება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გუნდის დატოვებით დაემუქრა. კონფლიქტით დაღლილმა კაპიტანმა სტრედლინგმა დააკმაყოფილა ეს სურვილი კუნძულ მასა ტიერაზე ჩამოსვა. (დღეს კუნძულს „რობინზონ კრუზოს“ უწოდებენ.) ეს ღვთისგან მივიწყებული მიწის ნაგლეჯი მდებარეობს წყნარი ოკეანის შუაგულში, ჩილეს სანაპიროდან 674 კმ.-ის დაშორებით. ალექსანდრემ იქ 4 წელი გაატარა.

robinson-crusoe-island-1705558656.webp

რობინზონ კრუზოს კუნძული დღეს

კუნძული ესპანეთის მიტოვებული კოლონია იყო . დაპყრობის დროიდან აქ შემორჩენილი იყო რამდენიმე გაველურებული შინაური თხა და სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომლებიც გადარჩენის საკვების წყაროდ იქცა.

გარდა ამისა, სელკირკს დაუტოვეს იარაღი, ხელსაწყოები, საკვები, საწერი მასალა და ხელფასის ნაწილი. ვარაუდობდნენ, რომ ალექსანდრე ინგლისში გაცურავდა შემდეგი გამვლელი გემით.

თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. გემი "სენკ პორი" ჩაიძირა, მისი ეკიპაჟის წევრები კი ესპანელებმა დაატყვევეს. ომის გამო, სავაჭრო ექსპედიციებმა შეწყვიტეს კუნძულზე გადასვლა, შედეგად, ყველამ დაივიწყა სელკირკი.

embletonselkirk-750x509-1705558699.jpg

წიგნის რობინზონისგან განსხვავებით, ალექსანდრე არ აწარმოებდა დღიურს და მარტოობის გამო გაველურდა კიდეც. უფრო მეტიც, მასა ტიერა არ არის ტროპიკული სამოთხე. ზამთარში ტემპერატურა 13 გრადუსამდე ეცემა.

წიგნის მოყვარულები იმედგაცრუებული იქნებიან იმის გაგებით, რომ სელკირკს მეგობარი “პარასკევა" არ ჰყოლია. ესპანელებთან მომხდარი ინციდენტის გარდა, რომლებიც კუნძულზე გადავიდნენ წყლის მარაგის შესავსებად და კინაღამ დახვრიტეს "ველური", მეტი გამორჩეული თავგადასავალი არ მომხდარა.

image-1705558710.jpg

1709 წელს უბედური მოგზაური გადაარჩინა ვუდს როჯერსის ინგლისურმა ექსპედიციამ. მისი წყალობით სელკირკი ცნობილი გახდა მთელ ბრიტანეთში. ჭორებმა მიაღწია მწერალ დენიელ დეფომდე, მოგვიანებით კი ლეგენდარული წიგნი გამოიცა. ალექსანდრეს მასა ტიერას კუნძულზე ყოფნის მტკიცებულება დღესაც შემორჩენილია. მათ ტურისტებს აჩვენებენ.

წყარო

myquiz