იცოდით, რატომ ეძინა ადრე ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე? - ძველი ტრადიცია, რომელიც თანდათან ბრუნდება | Allnews.Ge

იცოდით, რატომ ეძინა ადრე ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე? - ძველი ტრადიცია, რომელიც თანდათან ბრუნდება

ცნობილია, რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის მესამედს ძილში ატარებს. გასაკვირი არაა, რომ ძილს ამდენი ჩვეულება უკავშირდება. უმეტესობა მათგანი ძველ დროში გამოჩნდა, მაგრამ შეიცვალა რელიგიური მოთხოვნებისა და საზოგადოების მიერ მიღებული ნორმების მიხედვით. ცოლ–ქმრის ცალ–ცალკე წოლა, რომელიც ზოგიერ თანამედროვე ოჯახშიც გავრცელებულია, ერთ დროს საყოველთაოდ მიღებული წესი იყო. მართალია, არა ყოველთვის.

2024011617195285085-1705477943.png

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცალკე ძილი დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ოჯახური ცხოვრების ხარისხზე. ყველამ იცის ამ ფაქტის შესახებ და ბევრი თანამედროვე წყვილი ცალკე ძილს ირჩევს. ამასთან, ჩვენი მშობლები და ბებია–ბაბუები ღამის მოსვენების ასეთ მეთოდს უცნაურად ჩათვლიდნენ და ცუდ ნიშნად მიიჩნევდნენ.

ძველად ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე ეძინა, ეს ნორმალური და მიღებული იყო. ძველ რომში საძილე ადგილი და ცოლქმრული საწოლი მკაფიოდ იყო გამიჯნული. ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე ეძინა, ერთ საწოლზე ხვდებოდნენ მხოლოდ სასიყვარულო სიამოვნებისთვის.

2024011617200985085-1705477909.jpg

ბრიტანეთში ვიქტორიანულ ეპოქაში ერთად ძილი ცუდ ტონად ითვლებოდა.

იაპონიაში მმართველები და მდიდარი არისტოკრატები ინტიმისთვის ცალკე სახლებში შეხვედრას ირჩევდნენ.

ყველაფერი შეიცვალა, როცა ხალხმა დაიწყო ქალაქის ვიწრო ბინებში ცხოვრება. ძალიან ცოტას შეეძლო ცალ–ცალკე საწოლების შეძენა, მით უფრო, ორი პირადი საძინებლის ქონა. სწორედ ამიტომ, ცოლქმრულმა საწოლმა თავისი ძირითადი მნიშვნელობა დაკარგა და გადაიქცა ორადგილიან საწოლად. ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში. მთელ მსოფლიოში ურბანიზაციამ წყვილებს ერთად წოლა "აიძულა".

1-bzbotfc-7xuilq4b5mqbcq-1705477990.jpg

რას ამბობენ მეცნიერები?

2005 წელს ძილის მეცნიერმა ნილ სტენლიმ ერთად და ცალკე ძილის შესახებ დიდი კვლევა ჩაატარა. სტენლი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ბევრი რამ იცოდნენ დასვენების შესახებ და ამიტომ ცალ–ცალკე იძინებდნენ. სტენლიმ აღმოაჩინა, რომ როცა ადამიანებს ერთად სძინავთ, საკმარისად გამოძინებას ვერ ახერხებენ. დილით დაღლილობის გრძნობა, რომელიც ბევრს წლების განმავლობაში აწუხებს, ამით შეიძლება იყოს გამოწვეული. იხილეთ სრულად

myquiz