მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს: ნინო ჩაკვეტაძის ზღაპრული სამყარო | Allnews.Ge

მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს: ნინო ჩაკვეტაძის ზღაპრული სამყარო

მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად თით­ქოს ახა­ლი წლის, შო­ბის დღე­სას­წა­ულს უხ­დე­ბა. მის­თვი­საც გა­მორ­ჩე­უ­ლია ეს პე­რი­ო­დი და ამის­თვის ყო­ველ წელს სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბა.

ფერმ­წერ, ილუსტრა­ტორ ნინო ჩაკ­ვე­ტა­ძის ნა­მუ­შევ­რებს ბევ­რი სით­ბო, სი­ნა­ზე, მო­ნატ­რე­ბა, ზრუნ­ვა, სიყ­ვა­რუ­ლი და სევ­დაც ახ­ლავს... პი­რა­დად ჩემ­თვის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ზღა­პარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს.

მხატ­ვა­რი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ფი­ნა ჯგუ­ფურ თუ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნებ­ზე თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­შიც. მისი ნა­ხა­ტე­ბი არის აშშ-ის, გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, უკ­რა­ი­ნი­სა კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში. 2014 წელს ნინო ჩაკ­ვე­ტა­ძე, რო­გორც ილუსტრა­ტო­რი, წარ­დგე­ნი­ლი იყო ას­ტრიდ ლინდგრე­ნის სა­ხე­ლო­ბის პრი­ზის კან­დი­და­ტად.

333809026-575006384557599-5910663677261281133-n-66015-1705294053.jpg

ნინო ჩაკ­ვე­ტა­ძე:

- რაც თავი მახ­სოვს, ვხა­ტავ და თან სულ მიყ­ვარ­და ხატ­ვის პრო­ცე­სი. ასე­ვე მიყ­ვარ­და ეზო­ში თა­მა­ში და თუ ეზო­ში არ იყო სა­თა­მა­შო სი­ტუ­ა­ცია, ან ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ, ხატ­ვი­სას არ მო­ვი­წყენ­დი. პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს, თუმ­ცა სახ­ლში დე­დას შე­ნა­ხუ­ლი აქვს 4-5 წლის ასაკ­ში ჩემი ფან­ქრით და ფლო­მას­ტე­რით და­ხა­ტუ­ლი. აკ­ვა­რე­ლით ხატ­ვა მა­შინ და­ვი­წყე და ვის­წავ­ლე, როცა უკვე პრო­ფე­სი­ა­ზე და­ვი­წყე ფიქ­რი.

263577345-874241813214538-924084763786551951-n-68331-1705294075.jpg

15 წლი­დან ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც სწავ­ლა მერ­ვე კლა­სის შემ­დეგ გა­ვაგ­რძე­ლე. იმ პე­რი­ოდ­ში ნა­ტურ­მორ­ტებს, პორ­ტრე­ტებს, ნა­ტუ­რას - ყვე­ლა­ფერს ვხა­ტავ­დი, თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მე­ბიც გვქონ­და. ის ნა­მუ­შევ­რე­ბი მაქვს კი­დეც შე­მო­ნა­ხუ­ლი. დიდი დრო ეთ­მო­ბო­და ისევ ბავ­შვო­ბის და მო­ხუ­ცე­ბის თე­მას.

313871577-2425870927569427-4821153634298555885-n-66920-1705294098.jpg

- გა­მო­დის, თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რებ­ში თე­მა­ტი­კა არ შეც­ვლი­ლა?

- ასე გა­მო­დის. მერე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ფერ­წე­რა­ზე ვსწავ­ლობ­დი. 1990 წელს ჩა­ვა­ბა­რე და სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო მძი­მე პე­რი­ო­დი, თუმ­ცა ნი­კო­ლა­ძის სტუ­დენ­ტო­ბა უფრო კარ­გად შე­ვიგ­რძე­ნით თა­ვის ექ­სკურ­სი­ე­ბით, პრაქ­ტი­კე­ბით... მერე კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მძი­მე წლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 90-ია­ნებ­ში უკვე აღარ იყო. ის, ჩემ­მა თა­ო­ბამ, მა­ნამ­დე მო­ვას­წა­რით. იხილეთ სრულად

ლალი ფაცია

myquiz