ყველაზე შემზარავი ადგილი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ- რა საიდუმლოს ინახავს პარიზის კატაკომბები? | Allnews.Ge

ყველაზე შემზარავი ადგილი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ- რა საიდუმლოს ინახავს პარიზის კატაკომბები?

პარიზი! ეიფელის კოშკი, ლუვრი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომანტიკული ქუჩები და კაფეები... და კიდევ, მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც პარიზის ქვეშ, დაახლოებით, 30 მ. სიღრმეზე მდებარეობს და "მიცვალებულთა იმპერიის" (Empire of the Dead) სახელით არის ცნობილი. პარიზის კატაკომბები ყველაზე დიდი და საშინელი ადგილია მსოფლიოში. მის ლაბირინთებში, საუკუნეების მანძილზე, არაერთი ადამიანი დაკარგულა.

პარიზის კატაკომბები - ეს არის მილიონობით უცნობი გარდაცვლილი პარიზელის განსასვენებელი, სადაც მიდამო ადამიანის ძვლებით, ჩონჩხებით და თავის ქალებით არის სავსე.

methode-times-prod-web-bin-189deaa4-529d-11e7-8136-9a70942ceadd-1705224547.jpg

თავდაპირველად, ამ ადგილზე, კატაკომბების თხრა რომის იმპერიის დროს დაიწყო. ეს გვირაბები ქვის მოპოვებისას გამოიყენებოდა. ქვის მოპოვება მომდევნო საუკუნეებშიც შეუზღუდავად გრძელდებოდა, ვიდრე XV საუკუნეში ქალაქის ქუჩები, რომლის ქვემოდანაც ქვას იღებდნენ, არ დაინგრა და ჩაიშალა. იმ პერიოდში, არავინ იცოდა, თუ რამდენად გრძელი იყო გვირაბები და კონკრეტულად, სად გადიოდა. ამიტომ, შუა საუკუნეებში დაიწყეს გვირაბების და საყრდენი ლილვების რუკების შედგენა. დღემდე, ჯერ კიდევ არ არის ყველა გვირაბი აღმოჩენილი. ხოლო, უკვე შესწავლილის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 322 კმ-ია.

2022101618282884409-1705224578.jpg

კატაკომბების გამოყენება ადამიანთა საძვალედ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე, მე-18 საუკუნის მიწურულს დაიწყეს. მიზანი გადამდები ინფექციური დაავადებების სწრაფი გავრცელების თავიდან აცილება იყო. მოგვიანებით კი (ანუ რევოლუციის შემდეგ) აქ იმ სიკვდილმისჯილთა ძვლებიც მოხვდა, რომლებმაც აღსასრული გილიოტინაზე ჰპოვეს. ასეთებს შორის არიან თავად რევოლუციის შემოქმედები - რობესპიერი, ლავუაზიე და დანტონი, რომლებსაც თავები 1794 წელს მოჰკვეთეს. თუმცა იმ დანარჩენი 6 მილიონი პარიზელის უმრავლესობის ვინაობა, რომელიც აქ განისვენებს, არავინ იცის.

გადავსებული სასაფლაოებიდან კატაკომბებში დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანების ძვლების გადმოტანა მაშინ დაიწყეს, როცა პარიზის მოსახლეობა სასაფლაოების არაჰიგიენურობით შეწუხდა; მაშინ სასაფლაოებზე იმდენი მიცვალებული იყო, რომ მათი სიმყრალე ათასობით ადამიანს ცხოვრებას უმწარებდა. მაგალითად ისეთი სასაფლაო, როგორიცაა Les Innocents, იმდენად იყო მიცვალებულებით სავსე, რომ ხშირად ნახევრად გახრწნილ გვამს თხრიდნენ, რათა ახალი მიცვალებული დაეკრძალათ.

article-italy-rome-capuchin-crypt-1705224599.jpg

სასაფლაოების ირგვლივ მცხოვრები ადამიანები კი იმ ინფექციური დაავადებებით იღუპებოდნენ, რომელთა გამომწვევი გვამების ხრწნა და ლპობა იყო. ამის გამო 1787 წლიდან დიდი ხნის მიცვალებულების ნაშთების დალაგება მიწისქვეშ, გვირაბებში დაიწყეს, რაც 1814 წლამდე გაგრძელდა.

მოგვიანებით კატაკომბები სამეფო ოჯახის საყვარელ სანახაობად იქცა და 1867 წელს ისინი მოსახლეობის ყველა ფენისთვის გახსნეს.

დღეს კატაკომბების ტერიტორიის ნაწილი პარიზელ მოხელეთა მიერ უსაფრთხოდ აღარ არის შეფასებული. ზოგიერთი გვირაბი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიქცეს. ამიტომ საფრანგეთის დედაქალაქის ადმინისტრაცია მათ მონახულებაზე რეკომენდაციას ვერ იძლევა.

catacombs-skulls-close-sm-copy-1705224636.webp

კატაკომბები დღეს თავისუფლად შეგიძლიათ მოინახულოთ, მაგრამ გამოსვლისას აუცილებლად გაგჩხრეკენ და შეგამოწმებენ, რათა თავის ქალები და ძვლების ფრაგმენტები არ მოიპაროთ. მსგავსი შემთხვევები წარსულში თურმე არაერთხელ დაფიქსირდა.

კატაკომბების შესასვლელთან აბრაა განთავსებული, რომელზეც შემდეგი სიტყვები წერია: “შეჩერდი! აქ სიკვდილის საუფლოა!”.

2022101618302384409-1705224658.jpg

myquiz