წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს ის? - რა დატვირთვით იყენებენ მას დღეს ცნობილი ვარსკვლავები? | Allnews.Ge

წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს ის? - რა დატვირთვით იყენებენ მას დღეს ცნობილი ვარსკვლავები?

ცნობილი მომღერლები, მსახიობები, შოუბიზნესის წარმოადგენლები და ასობით სხვა საზოგადო მოღვაწე მაჯაზე წითელ ძაფს ატარებს. ვარსკვლავების შემდეგ მილიონობით ადამიანმა მთელ მსოფლიოში დაიწყო ამის გაკეთება. საინტერესოა, რას ნიშნავს ეს დეკორაცია და რა არის მისი არსი?

საიდუმლო სწავლება

ითვლება, რომ მარცხენა მაჯაზე მიბმული წითელი ძაფი ძლიერი თილისმაა. უძველესი დროიდან მას სლავები ატარებდნენ, რითაც იცავდნენ თავს ბოროტი თვალისგან, უარყოფითი გავლენისგან და ზრდიდნენ ამით იღბალს.

image5-7-800x420-1705140970.png

main-qimg-c35a03d0bc472f2f542fcc8a267dd199-lq-1705140992.jpg

დღეს სოციალურ ქსელში უამრავ სტატიას შეხვდებით, თუ როგორ უნდა მოიქსოვოს სწორად ეს „სასწაულებრივი“ სამაჯური, რომელიც ბოროტ სულებს განდევნის და მის მფლობელს იცავს.

ძაფი შვიდი კვანძით უნდა იყოს შეკრული და ეს ახლო მეგობარმა, შეყვარებულმა ან ნათესავმა უნდა გააკეთოს. ის ენერგეტიკულ ჯავშანს ჰგავს. თანამედროვე ძაფის ფესვები მოდის კაბალადან, მისტიკური სწავლებიდან, რომელიც იუდაიზმზეა დაფუძნებული.

რა არის კაბალა?

კაბალა - ეს არის ეზოთერული თეოსოფიური სწავლება, რომელიც თავისი იუდაიზმისკენ მოდის და თანდათანობით გარდაიწმნა ოკულტურ და მაგიურ რიტუალთა პრაქტიკად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს "დახმარება", რომელსაც მისი მიმდევრები ღებულობენ.

2024011016293685085-1705141085.png

კაბალა შუა საუკუნეებში გაჩნდა და მის ეზოთერიკულ მნიშვნელობებს არ ჩავუღრმავდებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის ამ „საიდუმლოში“ ჩართულ ადამიანს ნებისმიერ სფეროში დიდ მიღწევებს ჰპირდება. ყველასგან დაფარული ცოდნის გამოყენებით, ის შეძლებს გააკონტროლოს მისტიკური ძალები, რომლებიც წარმატებას მოუტანს ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში.

2000-იან წლებში ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი დაინტერესდა მისტიკური სწავლებებით და დაიწყო თილისმის ტარება, როგორც „განმანათლებლობის“ სიმბოლო. თუმცა, ყველა წითელი ძაფი არ იცავს ადამიანს ბოროტი თვალისგან. სანამ ის ხელზე მოხვდება, სპეციალური რიტუალი უნდა გაიაროს.

image7-7-524x800-1705141007.png

თილისმა ღმერთის

განძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ იაკობს, 12 ებრაული ტომის წინაპარს, ორი ცოლი ჰყავდა. ერთ-ერთ მათგანს რახელი ერქვა. იგი გარდაიცვალა მშობიარობის დროს და ქრისტიანობაში, ისლამსა და იუდაიზმში დედობისა და ბავშვის გულისთვის თავგანწირვის სიმბოლო გახდა. კაბალისტები უფრო შორს წავიდნენ. მათთვის ებრაელთა წინაპარი მთლიან ფიზიკურ სამყაროს განასახიერებს.

fmg5cf7276ee666d8-1705141024.jpg

კაბალისტები თვლიან, რომ რახელს დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლო შვილის გაჩენა და ღვთის მიერ გაგზავნილმა ანგელოზმა მას თილისმა – წითელი ძაფი აჩუქა. ზეციდან გამოგზავნილი საჩუქრის შემდეგ ქალმა იაკობს ორი ვაჟი უბოძა. ძველი აღთქმა არაფერს ამბობს ძაფზე, მაგრამ კაბალისტებმა ის თავიანთი სწავლების და ენერგიის დაცვის სიმბოლოდ აქციეს.

myquiz