იცოდით, რატომ ჰყავდათ არისტოკრატ ქალბატონებს ძაღლები კაბის ქვეშ? - მიზეზი შოკში ჩაგაგდებთ | Allnews.Ge

იცოდით, რატომ ჰყავდათ არისტოკრატ ქალბატონებს ძაღლები კაბის ქვეშ? - მიზეზი შოკში ჩაგაგდებთ

გასულ საუკუნეებში დიდგვაროვანი ქალბატონებისთვის მინიატურული ძაღლები არა მხოლოდ კომპანიონების ფუნქციას ასრულებდნენ. კეთილშობილ ქალბატონებს ძაღლები თავიანთი დიდი ზომის კალთების ქვეშ არც მეტი, არც ნაკლები ჰიგიენური მიზნებისთვის ჰყავდათ. ძველად არისტოკრატების ქვედაბოლოების ქვეშ ძაღლების გარდა, სინდიოფალებს და ქრცვინებსაც კი შეხვდებოდით, მოკლედ, ნებისმიერ პატარა ზომის ცხოველს, რომლის სხეულის ტემპერატურაც ადამიანზე გაცილებით მაღალი იყო.

შუა საუკუნეებში ქალბატონები ყველგან თავიანთ საყვარელ ოთფეხა მეგობრებს იმიტომ დაატარებდნენ, რომ რწყილები მათზე გადამხტარიყვნენ, თუმცა შეიძლება კი მათ "მეგობრები" ვუწოდოთ რადგან ისინი მათ რწყილებისთვის იმეტებდნენ?

2023041019400586669-1704799987.jpg

შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში რწყილები ყველაზე მომაბეზრებელ არსებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ადამიანებს დიდ დისკომფორტს უქმნიდნენ. თმისთვის სპეციალური საფხანი ჩხირებიც კი გამოიგონეს, რათა ქალბატონებს მრავალსაფეხურიანი ვარცხნილობა არ დაშლოდათ.

ამავე პერიოდში აქტუალური გახდა მატყლისგან დამზადებული სპეციალური რწყილების საჭერიც. ზოგჯერ მატყლს სისხლის წვეთს აწვეთებდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ რომ ამ გზით რწყილები უფრო მეტი მონდომებით გადახტებოდნენ მატყლზე.

2023041019212886669-1704800012.jpg

ქალთა ტანსაცმელი მღრღნელების ტყავით იწყობოდა. ასეთ აქსესუარს "რწყილის ბეწვს" უწოდებდნენ. ითვლებოდა, რომ ყველა რწყილი საყელოზე დამაგრებულ ტყავზე მოგროვდებოდა, საიდანაც მათი მოცილება უფრო იოლი იქნებოდა.

კეთილშობილ ქალწულებს სჯეროდათ, რომ რწყილებისთვის უფრო სასურველი ცხოველის თმა და მათი სხეულის ტემპერატურა იქნებოდა, ამიტომ ძაღლები კეთილშობილი ქალწულებისთვის ერთგვარ ჰიგიენურ დაცვას წარმოადგენდნენ, მაგრამ ყველა ქალბატონი როდი ეპყრობოდა საკუთარ ცხოველს ასე დაუნდობლად.

2023041019114986669-1704800050.jpg

ცხოველებს არა მარტო ხელით, არამედ კალთის ქვეშაც ატარებდნენ იმისათვის, რომ რწყილები პატრონებიდან მათზე გადამხტარიყვნენ, ვინაიდან ცნობილია რომ ცხოველის სხეულის ტემპერატურა ადამიანთან შედარებით მაღალია, ამიტომ რწყილები სწრაფად იცვლიდნენ პატრონებს და ცხოველთა საკბილონიც ხდებოდნენ.

მოდის ისტორიკოსები თვლიან, რომ სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ე.წ. ჯიბის ძაღლების თან ტარების ტრადიციას.

2023041019553486669-1704800027.jpg

სხვათა შორის, არსებობს ლეგენდა, რომ აბრეშუმის საცვლებიც რწყილების გამო გაჩნდა. ქალბატონებს სჯეროდათ, რომ რწყილები გლუვი აბრეშუმის ზედაპირზე მოჭიდებას ვერ შეძლებდნენ.

იხილეთ სრულად