იცოდით, რატომ აფარებდნენ საბჭოთა დიასახლისები ტელევიზორს ნაქსოვ ხელსახოცს? - ახლა კი იმავეს ჩინელი ქალბატონებიც აკეთებენ | Allnews.Ge

იცოდით, რატომ აფარებდნენ საბჭოთა დიასახლისები ტელევიზორს ნაქსოვ ხელსახოცს? - ახლა კი იმავეს ჩინელი ქალბატონებიც აკეთებენ

საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრი ისეთი ტრადიცია და ჩვეულება არსებობდა, რომლის გადმონაშთიც დღესაც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ჩვევა ტელევიზორზე ნაქსოვი ხელსახოცის დაფარება გახლდათ. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს დეკორის უბრალო ელემენტი იყო, თუმცა რეალურად იმდროინდელ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული.

tel2-1704437516.jpeg

თითქოს ეს ტრადიცია წარსულს ჩაბარდა თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთში ქალბატონები დღესდღეობითაც ზუსტად ასე იქცევიან. ხელსახოცი ავეჯსა და სხვა ნივთებზე ინტერიერის დიზაინში აქტიურად შემოვიდა და სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს.

ჩინეთში სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებულ სხვადასხვა ზომისა და ფერის ტელევიზორზე დასაფარებელს შეხვდებით. ქსოვილი ძირითადად ძალიან ნაზია და მაქმანებით გაწყობილი, რაც ამ აქსესუარს განსაკუთრებულ ელეგანტურობას ანიჭებს.

საინტერესოა, მაინც საიდან მოდის ეს ტრადიცია?

იმ დროს, ყოფილ საბჭოა კავშირში, ტელევიზორ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლდათ. გარდა ამისა, გასართობიც მაშინდელ ხალხს სხვა არაფერი ჰქონდა, ერთი სიტყვით, ეს ნივთი ოჯახში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა და მოვლითაც განსაკუთრებულად უვლიდნენ.

მზის პირდაპირი სხივები რომ არ მოხვედროდა მის ეკრანს და არ დაეზიანებინა, დიასახლისებმა მისი დაცვა ლამაზი, ნაქსოვი დეკორატიული ხელსახოცებით გადაწყვიტეს. იხილეთ სრულად

myquiz