12 ყურძენი, თეთრეულის ფერი, ჭურჭლის დამსხვრევა და... - 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით
სხვადასხვა ქვეყნებში დღესასწაულების აღნიშვნის განსაკუთრებული ტრადიციები გვხვდება, გამონაკლისი არც ახალი წელია. ზოგიერთ კულტურაში სჯერათ, რომ ახალი წელი ჭურჭლის დამტვრევით უნდა აღინიშნოს, ზოგიერთი კი თავიანთ იღბალს თეთრეულის ფერს ანდობს.
მოდით, თვალი გადავავლოთ 10 ყველაზე უჩვეულო საახალწლო ტრადიციას მთელი მსოფლიოდან:
ესპანეთი
ესპანეთში ახალი წლის დადგომამდე 12 ყურძნის ჭამა საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიციაა. აქ ყურძნის დროულად მირთმევა იღბლიანი წლის გარანტიად ითვლება.
ამავდროულად, ის, თუ რამდენად ტკბილია ხილი, იმაზე მიანიშნებს, რას მოიტანს მომდევნო წელი. გავრცელებული ინფორმაციით, "12 იღბლიანი ყურძნის" ტრადიცია 1909 წელს მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონს ყურძნის განსაკუთრებულად მოსავალი მოუვიდა.
დანია
უჩვეულო ტრადიცია გვხვდება დანიაშიც, სადაც ახალ წელს თეფშების დამსხვრევით ხვდებიან. ხალხი ჭურჭელს კარებთანვე ტეხავს, რადგან სჯერათ, რომ ეს წარმატებული წლის მომტანი იქნება. ადგილობრივები გამოუყენებელ თეფშებს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ, 31 დეკემბერს კი მათ ოჯახის და მეგობრების კარებთან აგროვებენ. ითვლება, რომ რაც უფრო დიდია დამსხვრეული ჭურჭლის გროვა, მით მეტ ახალ მეგობარს შეიძენენ და მით უფრო წარმატებულები იქნებიან მომდევნო წელს.
ეკვადორი
რაც შეეხება ეკვადორს, აქ მოსახლეობა პოლიტიკოსების, პოპ ვარსკვლავების ან სხვა გამოჩენილი ადამიანების ფიგურებს აკეთებს. ისინი ძველ ტანსაცმელს გაზეთით ან ნახერხით ავსებენ და ზემოდან ნიღაბს ადგამენ. ბოლოს, ეკვადორელები ამ ფიგურებს ახალი წლის ღამეს ცეცხლს უკიდებენ, რაც ერთგვარი განწმენდის რიტუალს წარმოადგენს. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია ნებისმიერ უბედურებას და წარუმატებლობას განდევნის.
ლათინური ამერიკის ქვეყნები
ამ ქვეყნებში მომდევნო წლის სიუხვეს თეთრეულის ფერებით განსაზღვრავენ. დიახ, ტრადიციის მიხედვით, წითელ საცვალს სიყვარული, ყვითელს კი სიმდიდრე მოაქვს. თუ თქვენ მშვიდობას და ჰარმონიას ნატრობთ, მაშინ ახალი წლის ღამეს თეთრი საცვლით უნდა შეხვდეთ. ასე რომ, თეთრეულის ფერი იმის მიხედვით შეირჩევა, თუ რა სურს ადამიანს მომავალი წლისთვის. იხილეთ სრულად