,,ყინულის კაცის" საიდუმლო - ევროპაში აღმოჩენილი უძველესი მუმიის, ეცის იდუმალებით მოცული ისტორია | Allnews.Ge

,,ყინულის კაცის" საიდუმლო - ევროპაში აღმოჩენილი უძველესი მუმიის, ეცის იდუმალებით მოცული ისტორია

ეცი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუმიაა, რომელიც იტალია-ავსტრიის საზღვარზე 1991 წელს აღმოაჩინეს.

სიმილაუნის მყინვარზე, რომელიც ტიროლის ალპებში მდებარეობს, ორმა გერმანელმა ტურისტმა კარგად შენახული ადამიანის სხეული აღმოაჩინა, რომელიც, სულ მცირე, 5300 წლის წინ ცხოვრობდა.

სხეული იმდენად კარგად შენარჩუნდა, თავდაპირველად ტურისტებმა იფიქრეს, რომ ის ჩვენი თანამედროვე ადამიანი იყო.

ritrovamento-1703926469.jpg

ადგილი, სადაც ეცი იპოვეს. დღეს ამ ადგილას მუმიის ზუსტი ასლია წარმოდგენილი.

ნაპოვნმა ნამდვილი სენსაცია გამოიწვია როგორც მეცნიერთა სამყაროში, ისე – პრესაში. ჟურნალისტებმა ნაპოვნი ცხედრისთვის 500-მდე დასახელება მოიფიქრეს, მაგრამ საბოლოოდ 1997 წლის 2 ივლისს ტიროლის ხელისუფლებამ მიიღო ოფიციალური სახელი – „ყინულის ადამიანი“.

კვლევებმა აჩვენა, რომ ის სიცოცხლის ბოლო წლებში სიმაღლეში იყო დაახლოებით 165 სმ, იწონიდა დაახლოებით 50 კგ-ს. გარდაიცვალა დაახლოებით 45 წლის ასაკში. მუმიის წონა აღმოჩენისას მხოლოდ 13.750 კგ-ს შეადგენდა.

otzi-1703926500.jpg

2012 წლის მაისში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მუმიის სისხლის უჯრედები ჯერ კიდევ დაუზიანებელია და შესაბამისად წარმოადგენს ოდესმე იდენტიფიცირებულ უძველესი სისხლის უჯრედებს. ჰოლანდიელმა მხატვრებმა – ადრიე და ალფონს კენისებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, ეცის გარეგნობის აღდგენა სცადეს. მისი თვალის ფერი კი დნმ-ის შესწავლის საფუძველზე დადგინდა.

csm-1023-207-upfront-otzi-the-iceman-teaser-732ea204ad-1703926511.png

სპილენძის ნაჯახი მოწმობს, რომ "ყინულის ადამიანი" მაღალ თანამდებობას იკავებდა თავის ტომში. კუჭის გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ეციმ საკვები მიიღო სიკვდილამდე რვა საათით ადრე. ნაპოვნია ქატოს, ფესვების, ხილისა და კუნთოვანი ქსოვილის ორი სახის ნაშთი, რომლებიც შეესაბამება ჯიხვის და ირმის ხორცს.

otzi-the-iceman-italy-alps-1703926622.jpg

როგორ მოკვდა ეცი?

ყინულის კაცის აღმოჩენიდან ათი წლის შემდეგ მისი სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეცი ზამთრის ქარიშხლის დროს გაიყინა. მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ის რიტუალური მსხვერპლშეწირვის ობიექტი გახდა.

არის კიდევ ერთი ვერსია, რომ „ეცის ყინულის კაცი“ გარდაიცვალა მხარზე მიღებული ჭრილობით, სისხლდენით.

2021040113524089693-1-1703926112.png

ყინულის კაცის ხელი სტერილურ ფოლგაზე

2021040113574489693-1703926141.png

ყინულის კაცის “ფეხსაცმელი"

2021040114011789693-1703926173.png

ყინულის კაცის დანა და დანის ჩასადები

მუმია სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში, ბოლცანოში, იტალიაში. ოთახი შენარჩუნებულია 17, 8 გრადუსი ტემპერატურისა და 98, 5% ტენიანობის პირობებში - ყინულის ფენის სიმულაციისთვის, რომელიც მუმიას იცავდა ხუთი ათასი წლის განმავლობაში.

tyrolean-iceman-1703926740.jpg

myquiz