მათი დანიშნულების შესახებ, შესაძლოა, დღემდე არ იცით | Allnews.Ge

მათი დანიშნულების შესახებ, შესაძლოა, დღემდე არ იცით

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ფართოდ არის განვითარებული ტექნოლოგიური სიახლეები და ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მოვიძიოთ ინფორმაცია, მოვიკითხოთ ადამიანი, გამოვიძახოთ პიცა თუ ხინკალი, ვუყუროთ ფილმს და ა.შ.

ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი დეტალურად სწავლობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციას, სანამ დაიწყებს მათ გამოყენებას. მაგრამ გასაკვირია, რომ ისეთ ყოველდღიურ ნივთებსაც კი, როგორიცაა პლასტმასის ბოთლი, აქვთ თავისი საიდუმლოებები და ხრიკები, რომელთა შესახებ უმეტესობა ჩვენგანმა არ იცოდა. ამიტომ, გადავწყვიტე გაგანდოთ რამდენიმე საიდუმლოება, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გაიმარტივოთ ყოფა.

არსებული ხვრელები უზრუნველყოფს ტერფის სტაბილურობას და იცავს კანს კოჟრებისგან.

2023112514514236558-1703754536.jpg

ხვრელი კალმის თავსახურზე. მართალია ამ ხვრელს რთულად თუ შეამჩნევთ, თუმცა მას ჩვენი სიცოცხლის ხსნა შეუძლია. თუ შემთხვევით უფროსებს ან ბავშვებს ეს თავსახური გადაეყლაპება (რაც ძალზედ ხშირია), ექიმის მოსვლამდე ფილტვებში ჰაერი ამ ხვრელის გავლით მაინც მოახდენს ცირკულაციას, შედეგად ფატალური დასასრული აღარ იქნება.

2016120900361736558-1-1703755580.jpg

თქვენ შეგიძლიათ მარტივად ამოიღოთ კავები (ტყვიები) სტეპლერიდან მბრუნავი საყრდენის შემობრუნებით.

2023112514542036558-1703754563.jpg

ჯინსებზე პატარა ჯიბე 1873 წელს გამოჩნდა ლევისის ჯინსზე და გამოიყენებოდა ჯიბის საათის შესანახად.

2023112514572936558-1703754586.jpg

ახალ ტანსაცმელზე ქსოვილის პატარა ნაჭერი. დღეს ყველა სამოსს არ მოყვება მსგავსი პატარა ქსოვილი, თუმცა თუ ბრენდულ საქონელს შეიძენთ, მაშინ აუცილებლად შეამჩნევთ სარჩულზე მიკერებულ მსგავს, ქსოვილის ანალოგ მომცრო ნაჭერს ღილითურთ, რომლის დანიშნულება ბევრმა თქვენგანმა ან შეცდომით, ან სულ არ იცოდა. ბავშვობაში მე მქონდა გაგონილი, რომ თუ (პირობითად) კაბას დავხევდი, ანალოგი ქსოვილით შევნიღბავდი ნაკლს, თუმცა ეს სრული სიცრუეა. ეს პატარა ქსოვილი იმისთვის არსებობს, რომ რეცხვის წინ დავტესტოდ სარეცხის მანქანაში ამ ქსოვილისათვის შესაბამისი ტემპერატურა და ბრუნი, რათა კაბა არ გავაფუჭოდ.

2016120900365836558-1703755630.jpg

რისთვისაა საშლელის ლურჯი ნაწილი? საშლელის წითელი ნაწილი ტოვებს ზოლებს, ლურჯი ნაწილი კი უფრო "მასური" სამუშაოებისთვის გამოიყენება.

2023112515021136558-1703754616.jpg

myquiz