თბილისის სამოქალაქო ომის უცნობი ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ - ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოსურათები, რომლებმაც მზის სხივი შემთხვევით იხილა | Allnews.Ge

თბილისის სამოქალაქო ომის უცნობი ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ - ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოსურათები, რომლებმაც მზის სხივი შემთხვევით იხილა

თბილისის ომის დაწყებიდან 32 წელზე მეტი გავიდა.

საქართველოს თანამედროვე ისტორიაში 1991-1992 წლის ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდია.

ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო.

„თბილისის ომი“ ძირითადად პარლამენტის შენობის სიახლოვეს, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა.

სამოქალაქო დაპირისპირებამ დედაქალაქში 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ომის წინაპირობა ქვეყანაში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა - ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. გამსახურდიამ ის შსს-ს დაუქვემდებარა.

დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. 22 დეკემბერს, დილის 8-ს ნახევარზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა.

თუმცა, დღევანდელ სტატიაში არა დაპირისპირების ქრონოლოგიას, არამედ მძიმე მოვლენების ამსახველ აქამდე უცნობ ფოტოებს გთავაზობთ.

ფოტოები ისტორიკოს გაბრიელ ჩუბინიძეს ეკუთვნის, რომლებიც მან საბჭოთა წარმოების ფოტოფირებზე აღმოაჩინა.

„გამყიდველს წარმოდგენა არ ჰქონდა, ამ ფირებზე რა იყო“, - ამბობს გაბრიელი.

11-1703743981.png

22-1703743991.png

33-1703744000.png

44-1703744016.png

55-1703744028.png

66-1703744037.png

myquiz