ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს - როდის შევძლებთ ტასმანიური მგლისა და მამონტის ხილვას? | Allnews.Ge

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს - როდის შევძლებთ ტასმანიური მგლისა და მამონტის ხილვას?

ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია უკვე გა­და­შე­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის, ტას­მა­ნი­უ­რი მგლის, იგი­ვე თი­ლა­ცი­ნის, ანუ ჩან­თო­სა­ნი მგლის აღ­დგე­ნას და მის ბუ­ნე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავს.

გა­მო­ცე­მა Newsweek-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ლას­ში და­ფუძ­ნე­ბულ ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნია Colossal Biosciences-ს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა მრჩე­ველ­თა კო­მი­ტე­ტი და ტას­მა­ნი­უ­რი მგლის გარ­და, მო­მა­ვალ­ში მა­მონ­ტი­სა და ფრინ­ვე­ლი დო­დოს ჯი­შის აღ­დგე­ნას გეგ­მავს.

thylacine-wolf-photo-hobart-zoo-australia-candidates-2014-1703235830.webp

Colossal Biosciences იმე­დოვ­ნებს, რომ ტას­მა­ნი­უ­რი მტა­ცებ­ლის აღ­დგე­ნით, ეკო­სის­ტე­მა მის ბუ­ნებ­რივ წო­ნას­წო­რო­ბას და­იბ­რუ­ნებს. მეც­ნი­ე­რე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თი­ლა­ცი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­რი­ღი, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს ტას­მა­ნი­უ­რი მგლის პირ­ვე­ლი ლეკ­ვი, ცნო­ბი­ლი არ არის. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ველ მა­მონტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2028 წელს გა­მო­იყ­ვანს. იხილეთ სრულად

myquiz