რისთვის ატარებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები ჩაფხუტებზე პოკერის ბარათებს ვიეტნამის ომის დროს? | Allnews.Ge

რისთვის ატარებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები ჩაფხუტებზე პოკერის ბარათებს ვიეტნამის ომის დროს?

თუ ამერიკელი ჯარისკაცების ვიეტნამის ომის დროინდელ ფოტოებს გადახედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ზოგიერთი ჯარისკაცის ჩაფხუტზე მიმაგრებულ სათამაშო ბანქოს ფიგურებს. ყველაზე ხშირად ეს ყვავის ტუზია, თუმცა სხვა ფიგურებსაც შეხვდებით. მებრძოლების გარეგნული მხარის ეს თავისებურება თითქმის ყველა სახის მხატვრულ ფილმშია აღბეჭდილი. დროა გავარკვიოთ რაში სჭირდებოდათ ეს ყოველივე ამერიკელ ჯარისკაცებს.

უბრალო თილისმა

რთულ ცხოვრებისეულ და სტრესულ სიტუაციებში, მუდმივი საფრთხის არსებობისას ბევრი ადამიანი ცრუმორწმუნე ხდება. გამონაკლისი არც ვიეტნამის კონფლიქტში ჩაბმული რიგითი ამერიკელი სამხედროები აღმოჩნდნენ. გამომდინარე იქიდან რომ ბანქოს თამაში პირდაპირ კავშირშია იღბალთან, სწორედ ამიტომ სათამაშო დასტებისგან მებრძოლებმა ორიგინალური თილისმების დამზადება დაიწყეს. განსაკუთრებული პოპულარობით კი, ყვავის ტუზი სარგებლობდა.

2023120710263586669-1703048319.jpg

ჩაფხუტებზე ბანქოს ფურცლების მიმაგრების გარდა, ასევე წერდნენ სალანძღავ სიტყვებს, აღნიშნავდნენ მკვლელობებსა და ითვლიდნენ დღეებს დემობილიზაციამდე

ვიეტნამის ომის წლებში ამერიკელ ჯარისკაცებს შორის ლეგენდაც კი არსებობდა, რომ "ჩარლი" (ასე უწოდებდნენ ვიეტნამელ - კომუნისტებს) უკიდურესად ცრუმორწმუნე იყო და სათამაშო ბანქოსი ძალიან ეშინოდა, მეტიც, ყვავ ტუზს სიკვდილის სიმბოლოდაც კი თვლიდა. სინამდვილეში ვიეტნამელი ჯარისკაცების მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, პარტიზანებს ძალიან უკვირდათ როცა ამერიკელები ტერიტორიაზე ყვავი ტუზის მიმოფანტვას ფსიქოლოგიური იარაღის სახით ცდილობდნენ. იხილეთ სრულად

myquiz