ვის ეკუთვნის ყველაზე უცნაური საფლავი საქართველოში? - ბეტონის ავტომობილი, რომელიც სამეგრელოს სოფლის სიმბოლო გახდა | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის ყველაზე უცნაური საფლავი საქართველოში? - ბეტონის ავტომობილი, რომელიც სამეგრელოს სოფლის სიმბოლო გახდა

ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. სხვა ყველაფერთან ერთად ქვეყანაში უამრავ განსხვავებულ საფლავის ქვას წააწყდებით.

ერთ-ერთი ასეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც არის. ეს სასაფლაო მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ფახულანში მდებარეობს.

11-1702966339.png

33-1702966356.png

უცნაური საფლავი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იქცევს ადგილობრივების ინფორმაციით, რუბენ შონიას ეკუთვნის. 60-იან წლებში ის საკმაოდ ახალგაზრდა, 45 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემდეგ მისი საფლავის ზემოთ ეს ბეტონის მანქანის კონსტრუქცია დადგეს.

იმასაც ამბობენ, ამ საფლავის გასაკეთებლად ენგურჰესის კაშხლის ასაშენებელი ბეტონი გამოიყენეს.

„რუბენის ძმა აფხაზეთში ცხოვრობდა და ის ძმის სანახავად იყო წასული. მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ავარიის დროს მხოლოდ რუბენი გარდაიცვალა. ბეტონის მანქანის დამზადება მისმა სამეგობრომ მის სამახსოვროდ გადაწყვიტა. ალბათ ეს ერთადერთი მსგავსი ქანდაკებაა მსოფლიოში. მანქანას ნახევარი წლის განმავლობაში ამზადებდნენ.”- ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

poto-2023-12-12t130244-1702966372.821-scaled-1-1536x952.jpg

რუბენის მეზობლების თქმით, მას ცოლ-შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ისინი წლების წინ სოფლიდან საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდნენ.

96423166-3329839580374309-4718834775173890048-o-1702966390.jpg