უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა - აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება | Allnews.Ge

უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა - აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი - აშშ-ის მე-16 პრე­ზი­დენ­ტი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რია. მის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მიღ­წე­ვას თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობს: მან მო­ნო­ბა და­ას­რუ­ლა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა, რი­თაც ქვე­ყა­ნა დაშ­ლის­გან გა­და­არ­ჩი­ნა.

თუმ­ცა ლინ­კოლ­ნის გა­ტა­ცე­ბებ­ზე შე­და­რე­ბით ნაკ­ლებს სა­უბ­რო­ბენ. ცნო­ბი­ლია, რომ მას უყ­ვარ­და სპორ­ტი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ჭი­და­ო­ბით - ის­ტო­რი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ლინ­კოლ­ნის სპორ­ტულ­მა მიღ­წე­ვებ­მა მისი, რო­გორც ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შეს.

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი 1809 წელს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ფერ­მე­რე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ქოხ­ში, სა­დაც აშშ-ის მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი გა­ა­ტა­რა, არც შუ­შის ფან­ჯრე­ბი იყო, არც ნორ­მა­ლუ­რი ავე­ჯი. რთუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ის მშობ­ლებს სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და და მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებს მი­ეჩ­ვია: კა­ფავ­და ტყეს, ჭრი­და შე­შას. საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ მო­ე­მა­ტა, რო­დე­საც 9 წლის ასაკ­ში დედა და­კარ­გა.

მისი გა­სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე თვალ­სა­ჩი­ნო იყო - უკვე მა­შინ, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, დიდი იყო. 16 წლის ასაკ­ში ლინ­კოლ­ნი 188 სმ იყო, ხოლო როცა სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და, უკვე 193 სმ. ამას­თან, ის სა­ერ­თოდ არ ამა­ყობ­და ასე­თი აღ­ნა­გო­ბით. ფი­ზი­კურ მუ­შა­ო­ბას წიგ­ნე­ბის კი­თხვას ამ­ჯო­ბი­ნებ­და.

linkolni2-83875-1702962087.jpeg

მისი ასე­თი ზო­მე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც ხელს უშ­ლი­და: მშობ­ლე­ბის სახ­ლი იმ­დე­ნად პა­ტა­რა იყო, რომ წელ­ში გას­წო­რე­ბაც არ შე­ეძ­ლო, რის გა­მოც ოჯახ­ში სულ დას­ცი­ნოდ­ნენ.ფი­ზი­კუ­რი ძა­ლით ხალ­ხის გა­ო­ცე­ბას ლინ­კოლ­ნი მას შემ­დე­გაც აგ­რძე­ლებ­და, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. ის­ტო­რი­კო­სი დო­რის კერნს გუდ­ვი­ნი წერ­და:

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი გემ­ბან­ზე ის­ვე­ნებ­დნენ, რო­დე­საც ლინ­კოლნმა გა­და­წყვი­ტა, ისე­თი ძალა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც "ათას­ში ერთ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია“.

მან აიღო ცული და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ცერა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თე­ბით ეჭი­რა. ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა სცა­დეს იგი­ვეს გან­მე­ო­რე­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ“.

ის­ტო­რი­კო­სი და "მეტ­რო­პო­ლი­ტენ-მუ­ზე­უ­მის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჰა­როლდ ჰოლ­ცე­რი ჰყვე­ბო­და: "არა­ნა­ი­რი ეჭვი არ არ­სე­ბობს, რომ ლინ­კოლ­ნი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ის ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში იყო, რაც იმ ეპო­ქის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობ­და და სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი - დარ­ბო­და და ჭი­და­ობ­და“.

ლინ­კოლნს მარ­თლაც უყ­ვარ­და ჭი­და­ო­ბა, რო­მე­ლიც ბი­ძამ, მორ­დე­კა­იმ შე­აყ­ვა­რა. 21 წლის ასაკ­ში ოლ­ქის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და კლა­სი­კურ გრეპ­ლინ­გში, რო­მე­ლიც 1904 წელს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე შე­ი­ტა­ნეს, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. 1831 წელს ლინ­კოლნმა ოჯა­ხი და­ტო­ვა და ნიუ-სე­ი­ლემ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში კლერ­კად და­საქმდა.

ის­ტო­რი­კო­სი კარლ სენდბერ­გი წერ­და, რომ ერთხელ, ბან­ქოს ერ­თმა მო­თა­მა­შემ, მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის კო­ლე­გას დიდი თან­ხა მო­უ­გო. ლინ­კოლ­ნი კი ამ მო­თა­მა­შეს და­ე­ნიძ­ლა­ვა, რომ ვის­კის კასრს ას­წევ­და და ისე და­ლევ­და და თუ ამას შე­ას­რუ­ლებ­და, მის კო­ლე­გას ფულს და­უბ­რუ­ნებ­დნენ. აბ­რა­ამ­მა სა­ნაძ­ლეო უმარ­ტი­ვე­სად შე­ას­რუ­ლა.ჭო­რე­ბი ახალ­გაზ­რდა­ზე, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზარ ფი­ზი­კურ ძა­ლას ფლობ­და, სწრა­ფად გავ­რცელ­და მთელ სო­ფელ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­და Clary’s Grove Boys ბი­ნად­რობ­და. მათ­მა ლი­დერ­მა - ჯეკ არმსტრონ­გმა ლინ­კოლ­ნი გა­მო­იწ­ვია.

ორ­თაბ­რძო­ლა პირ­და­პირ მა­ღა­ზი­ის კარ­თან შედ­გა. ის­ტო­რი­კო­სი რო­ჯერ ნორ­ტო­ნი ბრძო­ლას ასე ახა­სი­ა­თებ­და: "არმსტრონ­გი ფი­ზი­კუ­რად ბევ­რად პა­ტა­რა იყო, ვიდ­რე ლინ­კოლ­ნი, თუმ­ცა ხა­რი­ვით ძლი­ე­რი იყო. რა­ღაც პე­რი­ო­დი ისი­ნი წრე­ზე და­დი­ოდ­ნენ, შემ­დეგ შე­ეკრნენ, და­ი­წყეს ჭი­და­ო­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ცდით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნეს

არმსტრონ­გის მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა მძიმ­დე­ბო­და, როცა ბო­ლოს, ლინ­კოლ­ნი ორი­ვე ხე­ლით შე­ეკ­რა და რო­გორც თო­ჯი­ნა ისე ან­ჯღ­რია. არმსტრონ­გის ბან­დის წევ­რებს ეს ამ­ბა­ვი არ მო­ე­წო­ნათ და აბ­რა­ა­მი მა­ღა­ზი­ის კე­დელ­თან მი­ა­ყე­ნეს, თუმ­ცა და­მარ­ცხე­ბულ­მა ლი­დერ­მა მათ უბ­რძა­ნა, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლინ­კოლ­ნი და არმსტრონ­გი და­მე­გობ­რდნენ და აბ­რა­ა­მი მას "რუს დათვს“ ადა­რებ­და. იხილეთ სრულად

myquiz